მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბესიკ კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია სამოქალაქო განათლების კლუბის „იბერიას“ მიერ განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამის -„მომავლის თაობა“ მნიშვნელობაზე გვიამბობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სკოლას სხვადასხვა სახის საჩუქარი გადაეცა.
„ვფიქრობთ, რომ პროგრამა „მომავლის თაობა“ ახალი უნარების აღმოჩენისა და მოსწავლე ახალგაზრდებში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრების შესაძლებლობაა. ამის ნათელი მაგალითია ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „იბერიას“ მიერ სამი წლის განმავლობაში განხორციელებული უამრავი საკლუბო და საკლასო პროექტი, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს როგორც სკოლის, ისე მოსწავლეების ცხოვრებაში. ამ პროექტების დამსახურებით სკოლამ მიიღო სპორტული ინვენტარი, კომპიუტერი და წიგნები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მე-9 კლასის პროექტი „ნაბიჯ ნაბიჯ გზა მომავლისაკენ“, რომელმაც ერთობ დადებითად იმოქმედა მოზარდებზე. ისინი აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ პროექტში და შედეგმაც არ დააყოვნა.
პროგრამა „მომავლის თაობის“ თანადგომით სკოლას გადაეცა საჩუქრად საკანცელარიო ნივთები და წიგნები, ხოლო მოსწავლეებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები.
მიგვაჩნია, რომ „მომავლის თაობა“ ჩვენთვისაც და მოსწავლეებისთვისაც ახალი შესაძლებლობების წყაროა. გულწრფელი მადლობა გვინდა გადავუხადოთ პროგრამის თითოეულ წევრს ასეთი თანადგომისათვის“, - აღნიშნულია ძლევიჯვრის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.