TOP ნიუსი
სიახლეები
სამასწავლებლო

„მამუკას გამორჩეული თვისება მისი გურული სისხარტეა“- ზემოხეთის საჯარო სკოლას ერთადერთი პირველკლასელი მოსწავლე ჰყავს
16-11-2017
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ზემოხეთის საჯარო სკოლამ წელს ერთადაერთი პირველკლასელი მოსწავლე მიიღო.

ულამაზეს ბუნებასთან შერწყმული სკოლის ხის შენობა საუკუნეზე მეტს ითვლის. ზემოხეთის საჯარო სკოლა მე-19 საუკუნის მიწურულს დაარსებულა. თუმცა მკაცრი კლიმატის გამო შენობას რამდენჯერმე რესტავრაცია დასჭირდა.

Etaloni.ge-ს სტუმარია ზემოხეთის საჯარო სკოლის დირექტორი ვასილ ნიკოლაიშვილი, რომელიც უკვე ათი წელია, რაც ამ ულამაზეს სკოლას მართავს. 

„სკოლაში მუშაობა მათემატიკის მასწავლებლად 2003 წლიდან დავიწყე.  2007 წლიდან დღემდე  ამავე სკოლის დირექტორი ვარ“- გვიყვება ვასილ ნიკოლაიშვილი სკოლაში გარატებულ წლებზე.

- მოგვიყევით სკოლის ისტორია...

- სოფელ ზემოხეთში სკოლის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის, პირველი 4 კლასიანი სასწავლებელი მე-19 საუკუნის მიწურულს ფუნქცონირებდა, პატარა ხის შენობაში. 1928 წელს სოფელში აშენდა კაპიტალური სკოლის შენობა, რომელშიც სწავლება 8 კლასში მიმდინარეობდა, სკოლის შენობა 2007 წლამდე ფუნქციონირებდა.

2007 წელს სახელმწიფოს პროგრამა „იაკობ გოგებაშვილის“ პროექტის ფარგლებში აგვიშენეს 50 მოსწავლეზე გათვლილი ხის შენობა, რომელშიც სწავლა დაიწყო 30-მა  მოსწავლემ. 2007 წლის შემდეგ, სკოლას ჩაუტარდა მცირე კოსმეტიკური სამუშაოები, გამოიცვალა კარის საკეტები, გარედან კედლებზე გაიკრა თუნუქის ფირფიტები წვიმისგან დაცვის მიზნით.

 

- რამდენი წელია რაც ზემოხეთის სკოლის დირექტორი ხართ?

- სკოლაში დირექტორად ვმუშაობ 2007 წლიდან. ეს წლები ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, დღესაც კარგად მახსოვს თითოეულთან გატარებული მომენტები. ყველა მოსწავლეს აღვიქვამ, როგოც ოჯახის წევრს და მეგობარს, ურთიერთობისას ყოველთვის ვაკვირდები თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს და ვითვალისწინებ თითოეულის შესაძლებლობებს.

- სულ რამდენი მოსწავლე ჰყავს ზემოხეთის საჯარო სკოლას?

- ამჟამად სკოლაში სწავლება დაწყებითი და საბაზო საფეხურებზე მიმდინარეობს, სადაც სწავლობს 10 მოსწავლე.  მე-3 და მე-5 კლასის მოსწავლეები არ გვყავს.

- რაც ყველაზე საინტერესოა, ზემოხეთის საჯარო სკოლამ წელს ერთადერთი პირველკლასელი მოსწავლე მიიღო. როგორ დახვდით ახალ მოსწავლეს? 

- პირველკასელ მამუკას ოთახი ლამაზად მოვუწყვეთ, სკოლაში მოსვლისთანავე საჩუქრად გადაეცა პირველკასელის ნეთბუქი, სასკოლო სახელმძღვანელოები, ასევე საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლებმა გადასცეს მოსწავლისათვის საჭირო სასკოლო ინვენტარების ნაკრები, (რვეულები, ფანქრები და სხვა). ჩავატარეთ საზეიმო ღონისძიება, სკოლის წამატებულ მოსწავლეებს გადავეცით სიგელები და ფასიანი საჩუქრები.

მამუკას გამორჩეული თვისება მისი გურული სისხარტეა, ადვილად პოულობს გამოსავალს და მოსწრებულად აქვს პასუხი ყველა კითხვაზე, თანაც ხანდახან ამას იუმორითაც აკეთებს. მარტოობას არ უჩივის, რადგან  გაკვეთილების უმეტესობა კლასკომპლექტში მე-2 კლასთან (ლიზისთან და ლინდასთან) ერთად უტარდება, შესაბამისად ერთმანეთის ძალიან ახლო მეგობრებიც არიან.

 

- რომელი დღე გახსენდებათ განსაკუთრებულად, რაც ზემოხეთის სკოლის დირექტორი გახდით?

- ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ახალი სკოლის გახნა იყო,  საზეიმო გახსნაზე გვსტუმრობდა ბევრი სტუმარი, მათ შორის საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი და მთავრობის სხვა წევრები. იყო ტრადიციული გურული სუფრა და სამახსოვრო საჩუქრები.

- ზემოხეთის საჯარო სკოლა თავისი აქტიურობით გამოირჩევა. რა ღონისძიებებს გეგმავთ მოსწავლებთან ერთად ან მოსწავლეებისთვის ახლო მომავალში?

- ამ მხრივ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ მოსწავლეთა სიმცირის გამო გუნდური ღონისძიებების ჩატარება ხშირად არ ხერხდება. ძირითადად, ინდივიდუალურ შესაძლებლობის გამოვლენის ხარჯზე ვახერხებ სხვადასხვა კონკურსებში და ღონისძიებებში მონაწილეობას. სასკოლო კონკურსები და ღონისძიებებიც ძირითადად ამ კუთხით იმართება.

პირველ სემესტრში დაგემილი გვაქვს ზამთრისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სპორტული ღონისძიებები, (მაგიდის ჩოგბურთი, მძლეოსნობა, შაში, ჭადრაკი.) ასევე დაგემილი გვაქვს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასთან დაკავშირებით, - პროექტები „ცხოვრება ნარკოტიკების და თამბაქოს გარეშე“ და სხვა.

- რა შეცვალა „ეტალონის“ გამოჩენამ თქვენს სკოლაში, როგორ მიიღეს პროექტი მოსწავლეებმა?

- პროექტი „ეტალონი“ ჩვენნაირი მცირეკონტიგენტიანი სკოლებისათვის მნიშვნელოვანია, რადგან ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა უწყობს ხელს. მოსწავლეები მაქსიმალურად არიან ჩართულები და ყოველთვის ელოდებიან პროექტის დაწყებას.

პროეტის სკოლებში შემოსვლამ მნიშვნელოვნად გააძლიერა მოტივაცია მოსწავლეებში.

- გაგვაცანით ახლოს თქვენი ოჯახი... რომელ სკოლაში სწავლობენ თქვენი შვილები?

- მყავს მეუღლე ირმა (რომელიც ასევე მასწავლებელია) და ორი შვილი - ლიზი და ანუკი. ლიზი მე-2 კლასელია. ანუკი ჯერ 4 წლის არის, მაგრამ სკოლაზე საკმაო წარმოდგენა აქვს.

- რას ურჩევდით თქვენს მოსწავლეებს?

- ყველა ბავშვს აქვს ოცნებები, რომლების ასასრულებლად მთელი ცხოვრება „ბრძოლაა“ საჭირო, - სწავლა-განათლება ყველაზე საიმედო იარაღია, რომელიც ამ „ბრძოლაში“ გამოდგება. ამიტომ ყველა მოსწავლეს ვურჩევ, რაც შიძლება მეტი დრო სწავლა-განათლებას მოახმარონ, რათა ოცნებები აიხდინონ.

მოხარული ვიქნებით თუ იქნება შესაძლებლობა სამომავლოდ, პროექტი „ეტალონი“, ჩატარდეს ცალკე, სხვა ასაკობრივ ჯგუფებშიც. მაგ. მე-5-მე-6-მე-7 კლასებში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება