სიახლეები
სკოლები

ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ახალი საგანი - „სოციალურ-ემოციური უნარ-ჩვევები“ ინერგება
23-03-2021
-
+


ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისი ფილიალში, 2021 წლის მეორე სემესტრიდან, ახალი საგანი - „სოციალურ-ემოციური უნარ-ჩვევები“ ინერგება.

სკოლის ინფორმაციით, ახალი საგნის მიზანია, მოსწავლეებს განუვითარდეთ სოციალური და ემოციური კომპეტენციები; შეძლონ საკუთარი თავის მოტივირება, კრიტიკული და ტოლერანტული აზროვნება.

„საგანს სკოლა პროგრესის აღმასრულებელი დირექტორი, ნათია კილაძე და ბიზნესგანათლების პედაგოგი ნანა კუპრეიშვილი უძღვებიან. ისინ8ი „ილიას სამართლის ინსტიტუტისა” (ილიასი) და „ლაიონს ქუესტის“ მიერ გადამზადდნენ.

სოციალურ-ემოციური სწავლება არის პროცესი, რისი საშუალებითაც მოსწავლეები შეიძენენ და ეფექტურად გამოიყენებენ უნარ-ჩვევებს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მოსწავლე ჩამოყალიბდეს სრულყოფილ პიროვნებად.

თვითშეფასება, ემოციების ამოცნობისა და საკუთარი თავის მართვის უნარი, თანაგრძნობა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, შემოქმედებითობა, კრიტიკული აზროვნება, ინოვაცია, პრობლემების გადაჭრა, კომუნიკაცია და თანამშრომლობა - ეს ის უნარ-ჩვევები და ღირებულებებია, რომელთა განვითარებაც აღნიშნული საგნის სწავლების ფარგლებში ხდება.

სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების სწავლების გაკვეთილები სრულიად დამყარებულია პროექტულ სწავლებაზე და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები აქტიურად ქმნიან სხვადასხვა ინოვაციურ პროექტებსა და დავალებებს“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა შეადგინეს რეაქციის ტოლობები, დაადგინეს ელემეტების ჟანგვის ხარისხები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება