სიახლეები
სკოლები

სამების საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს საინტერესო აქტივობა მიუძღვნეს
24-03-2021
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მეორე კლასის მასწავლებელმა მაია გელაძემ ბავშვებს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა და დაწყებითი კლასის მოსწავლეები საინტერესო აქტივობებში ჩართო.

„მასწავლებელმა აღნიშნა, რომ 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა და მოსწავლეებს შეაქმნევინა ჭრელი წინდები, რომლითაც გამოხატა მხარდაჭერა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ. მასწავლებელმა სასწავლო პროცესი საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაამრავალფეროვნა. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაებნენ. გაკვეთილს ესწრებოდა ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი 2011 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა და ის არ არის დაავადება.

2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, „უთვალავი წინდის“ ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება