მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის სკოლებში ''ეტალონის'' შესარჩევი ტური ჩატარდა.
''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში, ზესტაფონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესურსცენტრთან და სკოლების წარმომადგენლებთან ერთად იყვნენ ჩართულები.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.
ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი მაია ხვედელიძე:
„ჩვენი ქვეყნის მოსწავლე-ახალგაზრდები „ეტალონით“ არიან დაინტერესებულები. ინტელექტ-შეჯიბრი ხელს უწყობს ცოდნის პოპულარიზაციას და ავლენს საუკეთესოთა შორის საუკეთესო მოსწავლეებს. რაც მთავარია, პროექტის მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისებაა. მოსწავლეებმა შესარჩევ ტურში იაქტიურეს და აღნიშნეს, რომ კითხვები არ იყო რთული. როგორც მათ თქვეს, ყველაფერმა საკმაოდ ხალისიანად ჩაიარა. ძალიან კარგი და წარმატებული მოსწავლეები გვყავს და „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენ ღონისძიებაზე ჩვენ მათი დიდი იმედი გვაქვს.“
ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი თორნიკე კახნიაშვილი:
„ძალიან დიდი ინტერესია ზესტაფონში „ეტალონის“ მიმართ. მოსწავლეებმა იაქტიურეს. შესარჩევი ტური შესანიშნავად ჩატარდა. მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინეს და მაღალი შედეგები აჩვენეს. „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენ ღონისძიებაზე მათგან კარგ შედეგებს ველოდებით. ინტელექტ-შეჯიბრი არის შესანიშნავი პროექტი, რომელიც მოსწავლეების განვითარებას უწყობს ხელს, როგორც საგნობრივ კომპეტენციაში, ისე ზოგად განათლებაში. ძალიან კმაყოფილები ვართ და მოხარულები ვიქნებით, თუ ჩვენს მუნიციპალიტეტში „ეტალონი“ მომავალშიც ჩატარდება.“
კერძო სკოლა "ანაბასისის" მასწავლებელი, „ეტალონის“ პედაგოგი, თეა სამხარაძე:
„ჩვენი სკოლის მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით ელოდებოდნენ შესარჩევ ტურს. შარშადელი „ზესტაფონის ეტალონის მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ლუკა სამხარაძე სწორედ ჩვენი სკოლიდან იყო. ეს იყო მათთვის მამოტივირებელი. მოსწავლეს ინტელექტ-ჩემპიონატის საშუალებით ეძლევა საშუალება თავისი ცოდნა შეამოწმოს. ეს ერთადერთი კონკურსია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით თავს უყრის მოსწავლეებს და მათ თავიანთი თავის, სკოლისა და ოჯახის წარმოჩენის საშუალებას აძლევს. მივესალმებით ამ ინტელექტ-შეჯიბრს.“
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ვახტანგ მუმლაძე:
„ჩვენს სკოლაში ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. კმაყოფილები ვართ მონაწილეების შედეგებით. მოსწავლეები მოუთმენლად ელოდებიან მომდევნო ტურს. ყველაფერი ორგანიზებულად ჩატარდა.“
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, „ეტალონის“ პედაგოგი, ნონა გორგოძე:
„შესარჩევი ტური წესების სრული დაცვით ჩატარდა. შედეგებით მოსწავლეები კმაყოფილები არიან. ახლა უკვე მოუთმენლად ელოდებიან მომდევნო ტურს. კითხვები სასწავლო პროგრამიდან იყო და ამიტომ ტესტებზე მუშაობა მოსწავლეებს არ გასჭირვებიათ.“
ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა კირკიტაძე:
„მოხარული ვარ რომ ჩვენს სკოლაში ჩატარდა შესარჩევი ტური. კითხვები ყველა საგნიდან იყო. მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები იყვნენ. ეს მათთვის ერთგვარი გამოცდილება იყო. მოეწონათ, რომ კითხვები დასაფიქრებელი იყო და ყველა საგანს მოიცავდა. გონების გავარჯიშებას ახდნენ მოსწავლეები ინტელექტ-შეჯიბრში. ერთგვარი მამოტივირებელია „ეტალონი“. დიდი მადლობა მთელ შემოქმედებით ჯგუფს.“
ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ხათუნა გოდიბაძე:
„შესარჩევი ტურის დღეს მოსწავლეები ღელავდნენ. თუმცა შემდეგ ავუხსენი დეტალები და ტესტებზე მუშაობა დაიწყეს. საკმაოდ გაუმარტივდათ კითხვები. კმაყოფილები დარჩნენ, რომ მიიღეს მონაწილეობა. ახლა უკვე მომდევნო ტურისთვის ვემზადებით. მოსწავლეები განიხილავენ კითხვებს. ამ ტურის შემდეგ, მოსწავლეები გაცილებით გაბედულები გახდნენ. იმდენად ემოციური ფონი იყო, ცრემლებიც კი წამოუვიდა ერთ-ერთ მოსწავლეს და მონაწილეობის შემდეგ მითხრა, კიდევ კარგი ხათუნა მასწავლებელო, რომ მივიღე მონაწილეობაო.“
ზოვრეთის სკოლის სასწავლო ნაწილი, „ეტალონის“ პედაგოგი თამრიკო ბანცაძე:
„ძალიან კარგი პროექტია „ეტალონი“, ზუსტად მიგნებული და ზედგამოჭრილი ბავშვებისთვის. ძალიან კარგია, რომ პირველი ტური სკოლებში ტარდება. ამით უფრო მეტი პასუხისმგებლობა იგრძნო სკოლამ, მასწავლებელმა. ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ შესარჩევ ტურში. ამ ეტაპზე კითხვები კარგად იყო შერჩეული. დროც საკმარისი იყო. დიდი მადლობა ასეთი კარგი პროექტის შექმნისთვის ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და მის შემოქმედებით ჯგუფს. ნამდვილად, მამულიშვილური პროექტია „ეტალონი“. ჩვენი სკოლის მოსწავლეები წლებია ინტელექტ-შეჯიბრში მონაწილეობენ და დიდი სურვილი აქვთ მომავალშიც აქტიურად მიიღონ ამ შესანიშნავ პროექტში მონაწილეობა.“
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა