მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი გალქტიონ მინდიაშვილი საუბრობს სკოლის უპირატესობებზე და მის დადებით მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას.
როგორც დირექტორი აღნიშნავს, სკოლაში მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოა შექმნილი და დაცულია ყველა რეკომენდაცია. ამასთან, ამაყობს მაღალკვალიფიციური პედაგოგებით და სკოლაში არსებული მეგობრული გარემოთი.
„სკოლა ძირითადად დაკომპლექტებულია უფროსი, წამყვანი და მენტორი პედაგოგებით. სკოლას ასევე ჰყავს 2 სპეცმასწავლებელი. ყურადღება ექცევა არაფორმალურ განათლებას. შესაბამისად ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები: ცეკვა,მუსიკა, უცხო ენები და ხატვის წრეები.
დიდი ყურადღება ექცევა მშობლებთან ურთიერთობას. დირექტორი, დამრიგებელი და დირექციის წარმომადგენლები მუდმივად ატარებენ ონლაინ შეხვედრებს, სადაც ხდება ყველა სიახლის განხილვა და მიწოდება მშობლებისთვის, სკოლა ჩართულია ახალი სკოლის მოდელში“, - აღნიშნავს დირექტორი.
როგორც დირექტორი გვეუბნება, სკოლა ევროპული სტანდარტებით არის გარემონტებული.
„მოწესრიგებულია ქიმიის, ფიზიკისა და გეოგრაფიის კაბინეტები. ფუნქციონირებს შშმ პირებისთვის განკუთვნილი საპირფარეშოც. აღსანიშნავია, რომ სკოლაში მაქსიმალურად არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. მოწესრიგებულია ყველა საჭირო აღჭურვილობით: დეზობარიერებით, ჰიგიენური საშუალებებით და ა.შ. სკოლაში ყოველდღიურად ტარდება თერმოსკრინინგი, დაცულია დისტანცია როგორც საკლასო ოთახებში ისე სპორტ დარბაზსა და დერეფნებში. დისტანციის უზრუნველყოფას მორიგეობით აკონტროლებენ პედაგოგები. ამასთან სკოლაში მკაცრად კონტროლდება პირბადეების ტარებაც“, - გვეუბნება გალქტიონ მინდიაშვილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ