მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში აქტიურად მუშაობენ პროექტზე: გარემოს დაცვა - სუფთა ჰაერი ჩვენი უპირველესი საზრუნავი“.
პროექტის ფარგლებში მწვანე ნარგავების დარგვის მიზნით საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლასა და თაბაგრების სკოლას შორის მეგობრული თანამშრომლობა შედგა.
„გარემოს დაცვა - სუფთა ჰაერი ჩვენი უპირველესი საზრუნავია“, რომელიც სასკოლო საზოგადოების მიერ შეირჩა ესგ-ის პრიორიტეტული მიმართულებებიდან. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში დაწყებითი და საბაზო კლასების მოსწავლეების მიერ შესრულდა კომპლექსური დავალებები. ერთ-ერთი აქტივობის - მწვანე ნარგავების დარგვის მიზნით საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლასა და ჩვენს სკოლას შორის მეგობრული თანამშრომლობა შედგა.
სკოლის დირექტორის ეთერ გურულისა და გეოგრაფია-ბიოლოგიის მასწავლებლის თინათინ ბაძგარაძის ხელმძღვანელობით მე-8-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად ვეწვიეთ ზემოთ აღნიშნულ სკოლას, სადაც დაგვხვდა ძალიან გულთბილი და მაღალი დონის სასკოლო კულტურა.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა მასპინძელი სკოლის წინაშე პრეზენტაციით საინტერესოდ წარადგინეს თავიანთი შესრულებული კომპლექსური დავალება რომელიც ჰაერის დაცვას ეხებოდა. ანალოგიური პრეზენტაცია გამართა მასპინძელმა სკოლამაც, რომელიც ასევე გარემოს დაცვის კუთხით იქნა გაშუქებული. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს იდეები, გაიმართა დისკუსია, ჩვენმა შეხვედრამ მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა.
დიდ მადლობას ვუხდით ორღულის საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ მელანია ჩხიტუნიძეს და მთლიანად სკოლის თანამშრომლებს გულთბილი შეხვედრისათვის. ჩვენი სკოლებს შორის თანამშრომლობა და გამოცდილებების გაზიარება უწყვეტ რეჟიმში წარიმართება.
ღონისძიების დასასრულს თაბაგრების საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები, მასპინძელმა სკოლამ სამახსსოვროდ საჩუქრად გადმოგვცა მწვანე ნარგავები, რომელიც სკოლაში მოტანისთანავე დავრგეთ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი