მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ჩხიკვთას საჯარო სკოლაში დასწრებითი სწავლება აქტიურად მიმდინარეობს. სასკოლო საზოგადოება ზედმიწევნით იცავს ყველა რეგულაციას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მოქმედებს და რომელსაც საზოგადოება ემორჩილება.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პროტოკოლის დაცვა ბარიერი არ გახლავთ, მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში იყვნენ ჩართულები. ახლახან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ჩხიკვთას საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგმა, ია ზურაბაშვილმა და მე-2-მე- 4 კლასის მოსწავლეებმა აღნიშნეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე. პედაგოგი ესაუბრა ბავშვებს „მზის შვილების“ შესახებ, მოსწავლეებმა კი თემატური ნახატები შეასრულეს.
მოსწავლეებმა მეგობრებსაც გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება „მზის შვილებთან“ ურთიერთობის მხრივ და დღეს, აქტივობაში მონაწილე ნუცა ბაიდარაშვილმა, დავით რამაზაშვილმა, ანა რამაზაშვილმა, სალომე ჯანგებაშვილმა, ირაკლი დავითაშვილმა და დავით დავითაშვილმა, ისევე, როგორც ჩხიკვთას საჯარო სკოლის სხვა მოსწავლეებმა, კარგად იციან, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა