მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტში მსოფლიო რიცხვ „პის“ დღეს აღნიშნავს. ყველამ იცის, რომ π წრეწირის სიგრძის მის დიამეტრთან შეფარდების ტოლია, მნიშვნელობა კი 3,14-ს უდრის. ვაჟა-ფშაველას სახელობის, რუსთავის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი ამ დღეს და მათემატიკურ მუდმივას საკუთარი ხელით შესრულებული ნამუშევრები მიუძღვნეს.
პედაგოგების ძალისხმევით და რაღა თქმა უნდა, საკუთარი მონდომების შედეგად, რუსთავის N23 სკოლის მოსწავლეებმა „პი“-ს მნიშვნელობაც იციან და ზოგადად, მათემატიკაც ძალიან უყვართ; ამ აქტივობის შედეგად კი, მათ არასოდეს დაავიწყდებათ - ციფრებისა და ალგორითმების უკიდეგანო სამყაროში არსებობს მუდმივა, რომელსაც „პი“ ეწოდება და რომლის დღეც მისი მნიშვნელობის ზუსტ შესატყვის რიცხვში აღინიშნება - 3.14.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა