მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად, სრული დატვირთვითა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. ბავშვები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულები როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე სასკოლო ცხოვრებაში და ამის ნათელი მაგალითი აჭყვას საჯარო სკოლის საბაზო საფეხურზე არსებული მკითხველთა კლუბი გახლავთ.
კლუბი დასწრებითი სწავლების განახლების შემდეგ, აქტიურად განაგრძობს ფუნქციონირებას; მოსწავლეები შეხვედრებზე სხვადასხვა მწერლის შემოქმედებას განიხილავენ და ახლახან ისინი გაეცნენ მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრებას.
მოსწავლეებმა ამჯერად წაიკითხეს მოთხრობები: „ჩანჩურა“, „კურკას ქორწილი“, „დამპატიჟე“; იმსჯელეს ნაწარმოებში წამოჭრილ პრობლემასა და მთავარ სათქმელზე, გაავლეს პარალელები თანამედროებასთან; შეხვედრის ბოლოს კი შთაბეჭდილებები ჩაწერეს მკითხველთა კლუბის დღიურში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში