მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგის, „მაიკროსოფტის“ ექსპერტ–მასწავლებლის ეკატერინე ნაროუშვილის ხელმძღვანელობით, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გლობალური კლასის მორიგ შეხვედრაში მონაწილეობდნენ.
გლობალური კლასი „მაიკროსოფტის“ იაპონელი ექსპერტ-მასწავლებლის კოჰეი ნაკაშიმას მიერ არის ორგანიზებული და შაბათობით იმართება.
ყოველ შეხვედრაზე მსოფლიოს 13–15 ქვეყნის წარმომადგენელი მოსწავლეები პედაგოგების ფასილიტატორობით განიხილავენ სხვადასხვა თემებს. მსჯელობენ, ასაბუთებენ საკუთარ მოსაზრებებს.
„სასიხარულოა რომ ჩვენმა მოსწავლემ თემის შეჯამებაში მიიღო მონაწილეობა და მისი სიტყვა შემაჯამებელ ვიდეოკლიპში აისახა. ეს კლიპი კი დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ მოიწონა და საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა