სიახლეები
სკოლები

„ჩვენ - მომავალი ჟურნალისტები“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით აქტივობა განხორციელდა
24-03-2021
-
+


„ჩვენ - მომავალი ჟურნალისტები“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით აქტივობა განხორციელდა. მე-3 კლასის მოსწავლეებმა საგანში „მე და საზოგადოება“ შეისწავლეს თემა - „პროფესიები ჩემს სკოლაში“, რომლის ფარგლებშიც, პატარებმა ჟურნალისტის როლი მოირგეს და ინტერვიუები აიღეს. საგნის მასწავლებელი მაია ქობულიაა. კლასის ხელმძღვანელი  კი - ხათუნა ქუთათელაძე.

„ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში 1993 წლიდან აღინიშნება, ჩვენმა საყვარელმა მესამე კლასის მოსწავლეებმა ჟურნალისტის როლი მოირგეს და ინტერვიუები აიღეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან.

ესენი გახლდათ სკოლის დირექტორი, მზარეული, მასწავლებელი, მანდატური, ინფომენეჯერი, სკოლის ექიმი და სხვა.
პატარებმა საგანში „მე და საზოგადოება“ შეისწავლეს თემა - „პროფესიები ჩემს სკოლაში“ და გამოთქვეს სურვილი, რომ უფრო ახლოს გაცნობოდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. საგნის მასწავლებლის მაია ქობულიას დახმარებით შეადგინეს კითხვარი, სადაც მათთვის საინტერესო კითხვები ჩაწერეს. მაგ. რატომ აირჩიეს თავისი პროფესია, ამაყობდნენ თუ არა ამ პროფესიით, რას ურჩევდნენ პატარა მეგობრებს პროფესიის არჩევის დროს და სხვა.

„პატარა ჟურნალისტებმა“ ყველა მოხიბლეს თავიანთი თავაზიანობით და საინტერესო  კითხვებით“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება