მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის N7 საჯარო სკოლა მოსწავლეებისთვის განცხადებას ავრცელებს. სკოლა პროექტის „ახალგაზრდული კლუბების გაერთიანება“ მონაწილეა. პროექტი ითვალისწინებს პროგრამირების საბაზისო კურსის შესწავლას და ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების მუშაობაში ჩართვას.
„მოსწავლეთა საყურადღებოდ! სიახლეა ჩვენი სკოლისთვის!
საქართველოს მასშტაბით შერჩეულია 25 სკოლა, ჩვენც მათ შორის, პროექტ - „ახალგაზრდული კლუბების გაერთიანება“ ფარგლებში.
პროექტი ითვალისწინებს პროგრამირების საბაზისო კურსის შესწავლას და ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების მუშაობაში ჩართვას. პროგრამა შედგება ორი ეტაპისგან და მოიცავს დაახლოებით ერთ წელს. მოსწავლეებს ჩართვა შეეძლებათ, მეცხრე კლასიდან ზემოთ, შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. უპირატესობა მიენიჭებათ მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ პროგრამირებაზე მუშაობის გამოცდილება. შეისწავლიან პროგრამირების ენას python, 3D პროგრამირების ელემენტებს და სხვა.
კლუბში ჩართული მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონკურსებში! სკოლა აღიჭურვება თანამედროვე კომპიუტერული ლაბორატორიით.
პროექტს უხელმძღვანელებს ქალბატონი ნინო ჭიპაშვილი. დაინტერესებულმა მოსწავლეებმა მიმართეთ მას“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.