სიახლეები
სიახლეები

„სქემის ხელაღებით შეჩერება გამოიწვევს უზარმაზარ პრობლემებს, მხოლოდ პედაგოგებისთვის“ - იურისტის განმარტება
25-03-2021
-
+


სქემის შეჩერება დანამატის შეჩერებას გამოიწვევს. პეტიციას არ ვეთანხმები“ - Etaloni.ge-ში გამოქვეყნებულ მაია კობახიძის ინტერვიუს, პედაგოგების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებული განხილვის საგანი გახდა დანამატის შეჩერების საკითხი და ალბათ აქედან გამომდინარე, დადგა აუცილებლობა, განცხადება კანონის საფუძვლებით გამყარებულიყო.

მასწავლებელთა პროფკავშირების იურისტი, უჩა ბაკურაძე აცხადებს, რომ სქემის შეჩერება მხოლოდ დანამატის შეჩერებას კი არა, სხვა უამრავ პრობლემას წარმოქმნის, რითაც მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლები დაზარალდებიან. იურისტის განმარტებას, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა, უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც იურისტი და ამავე დროს, მასწავლებლებზე გულწრფელად გულშემატკივარი ადამიანი, აბსოლუტურად ვეთანხმები ქალბატონი მაია კობახიძის თითოეულ სიტყვას!!! უკვე მერამდენედ დავრწმუნდი, რომ პედაგოგებს არ ჰყავთ მეორე ისეთი მხარდამჭერი და მათი ინტერესების გამტარებელი, როგორც ქალბატონი მაია. ამ ხელოვნურ გაურკვევლობაში, რაც მინიმუმ უცოდინრობით და მაქსიმუმ - მიზანმიმართულადაა შექმნილი, სწორედ ქალბატონი მაია აღმოჩნდა ის ადამიანი, ვინც გააკეთა კვალიფიციური, თამამი და პედაგოგების ინტერესებზე მორგებული განცხადება!!!

სქემის ხელაღებით შეჩერება აუცილებლად გამოიწვევს უზარმაზარი მასშტაბების პრობლემებს, მხოლოდ პედაგოგებისთვის და არა ვინმე სხვისთვის. და არ მგონია, ამ რისკებსა და მავნე შედეგებზე პეტიციის ავტორებმა პასუხისმგებლობა აიღონ. დარჩებიან მხოლოდ დაზარალებული პედაგოგები, რომელთა ერთადერთი იმედი ისევ მაია კობახიძე აღმოჩნდება.

სქემის შეჩერების შედეგად, შესაძლებლობა მოესპობათ პედაგოგებს, აიმაღლონ სტატუსი და შესაბამისად - დანამატიც. მათი მომავალი იქნება ბუნდოვანი. რას ეუბნებით პეტიციის ავტორები ამ პედაგოგებს? გიფიქრიათ მათზე?

გარდა ზემოთქმულისა, სქემის შეჩერების შედეგად, სკოლიდან წასული და შემდეგ უკან დაბრუნებული პედაგოგები ვეღარ აღიდგენენ სტატუსს. ვინაიდან, შესაბამის პროცედურებს სწორედ სქემის დოკუმენტი ითვალისწინებს. მათ ვეღარ მიეცემათ კუთვნილი სქემის დანამატები (ანუ შეუჩერდებათ). რას ეუბნებით პეტიციის ავტორები ასეთ პედაგოგებს? გიფიქრიათ მათზე, როდესაც ასეთი სამართლებრივად მოუმზადებელი და პოპულისტური, მყვირალა „იდეა“ შემოაგდეთ?

სქემის შეჩერების შედეგად, საფრთხის ქვეშ დადგება საერთოდ სქემის დანამატების გაცემა, ვინაიდან სტატუსების ჩამონათვალს განსაზღვრავს სქემა. 126/ნ ბრძანება მხოლოდ მითითებას აკეთებს სხვა ნორმატიულ აქტზე. თავად ის არ განსაზღვრავს ასეთი სტატუსების არსებობას. სტატუსები ბუნებაში რომ რსებობს და უვადოა, ეს სქემითაა სწორედ გათვალისწინებული და თუ სქემა შეჩერდა, შესაბამისად, ლოგიკურად, ჩერდება იმ დებულებების და შინაარსის მოქმედება, რაც მასშია გაწერილი. პეტიციის ავტორებს უფიქრიათ, რომ რისკის ქვეშ აყენებენ ამ დანამატების გაცემას?

თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ სქემა მართლაც შეჩერდა, ქალბატონი მაია იბრძოლებს სწორედ იმაზე, რომ ეს მავნე შედეგები არ დადგეს და უამრავ კონტრარგუმენტსაც შეიმუშავებს, მაგრამ რატომ უნდა დავაყენოთ საფრთხის ქვეშ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები? თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, სწორი იქნება კონკრეტული ხარვეზის გამოვლენა და მის გამოსწორებაზე მუშაობა. პოპულიზმს და არაკვალიფიციურობას სიკეთე არასოდეს მოუტანია.

ის პედაგოგები, რომლებიც სქემის შეჩერებას ითხოვენ, ემსგავსებიან ადამიანს, რომელიც კმაყოფილი სახით, ხერხავს იმ ტოტს, რომელზეც თავად ზის“.

იხილეთ ასევე:

„სქემის შეჩერება მასწავლებლებისთვის დანამატის შეჩერებას გამოიწვევს, პეტიციას არ ვეთანხმები“ - მაია კობახიძე

სასწრაფოდ შეჩერდეს მასწავლებლის სქემა, რომელიც მასწავლებლებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს - პეტიცია

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

4 დღის განმავლობაში, ახალციხის N7 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი თემატური აქტივობები მიმდინარეობდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება