მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ელექტრონული ჟურნალის წარმოება, მატერიალურთან ერთად, ყველა სკოლისთვის სავალდებულოა და მისი წარმოების წესიც მკაცრადაა განსაზღვრული. თუმცა არსებობს ჩანაწერი, რომელმაც პედაგოგებში გაურკვევლობა გამოიწვია.
საქმე ის გახლავთ, რომ ელექტრონულ ჟურნალში სასწავლო წელი 21 ივნისის ჩათვლითაა აღნიშნული და სწორედ ამან გამოიწვია დიდი გაუგებრობა. პედაგოგებში გაჩნდა კითხვა - ხომ არ გადაიწია სასწავლო წელმა და 2020-2021 სასწავლო წლის თავისებურებებს თუ გავითვალისწინებთ, ეს ვერსია ლოგიკასმოკლებული სულაც არ არის, მაგრამ, როგორც განგვიმარტეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასწავლო წლის გახანგრძლივების საკითხი ნამდვილად არ დგას; რატომ არის ელექტრონულ ჟურნალში სასწავლო წლის დასრულების თარიღად 21 ივნისი დასახელებული - ამ კითხვით Etaloni.ge-მ განათლების სამინისტროს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ:
„სასწავლო წელი 15 ივნისს სრულდება, ელექტრონულ ჟურნალში აღნიშნული 21 ივნისი კი არის ის გონივრული ვადა, რომელიც ყოველთვის არსებობდა საბოლოო შეფასებისთვის. ასე იყო მატერიალური ჟურნალის შემთხვევაშიც და ამ მხრივ გამონაკლისი არც ელექტრონული ჟურნალი გახლავთ“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება