მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლებთან აქტიური თანამშრომლობით, მასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების სრულყოფას აგრძელებს.
„მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“-ს გაცნობა - ასე ჰქვია 2 საათიან საინფორმაციო შეხვედრას, რომელსაც მასწავლებლები დაესწრებიან და საკუთარ მოსაზრებებსაც გამოთქვამენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს.
„მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ ამოქმედებამდე, ცენტრმა დაგეგმა სქემის დანერგვის პროცესის შეფასება, რათა დროულად მოხდეს არსებული რისკების იდენტიფიცირება, წარმატებული პრაქტიკის შენარჩუნება და ხარვეზების გამოსწორება.
სქემის დანერგვის პროცესის შეფასება მოიცავს მასწავლებელთა ტრადიციულ საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის მასშტაბით ონლაინ ფორმატში. დაგეგმილი შეხვედრაც მიზნად ისახავს, როგორც სიახლეების შესახებ ინფორმაციის განხილვას, ასევე პედაგოგებისაგან უკუკავშირს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 3 აპრილი, ონლაინშეხვედრაზე დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.