სიახლეები
სკოლები

შაშიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ნინიკო ბიწკინაშვილმა და მარიამ ნაცვლიშვილმა ლიტერატურულ  კონკურსში წარმატება მოიპოვეს
25-03-2021
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ თვალიაშვილი ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეებს - ნინიკო ბიწკინაშვილსა და მარიამ ნაცვლიშვილს გვაცნობს, რომლებმაც „წიგნის სახლის“ კონკურსში პირველი და მეორე ადგილი მოიპოვეს. 

დირექტორი თამარ თვალიაშვილი წერს: 

საამაყოა როცა შენი მოსწავლეების წარმატებების შესახებ იგებ... მითუმეტეს, თუ ისინი ზედმეტად თავმდაბლები არიან და საკუთარი მიღწევების აფიშირებას ერიდებიან...მარიამ ნაცვლიშვილი და ნინიკო ბიწკინაშვილი...მათმა ნაშრომებმა „წიგნის სახლის“ კონკურსზე წარმატებებს მიაღწია და სიგელებითაც დაჯილდოვდნენ...ალბათ არ მიწყენენ ეს მოკრძალებული ახალგაზრდები, თუ მათ წარმატებებს მე გაგაცნობთ, მათ ნამუშევრებსაც წაგაკითხებთ...მანამდე კი წარმატებები მინდა ვუსურვო".
 
 
ჩემი სოფელი და მე
„არც ერთი ნაკვალევი თოვლზე,
მოხუცი მეზობლის სახლთან...“
იაკი კაბე
იყო და არა იყო რა, დიდი ხნის წინათ...არა, არა, გატყუებთ, არც ისე დიდი ხნის წინ, სულ რაღაც ოციოდე წლის წინათ ,ბავშვობას მოვწყდი. ძვირფასო მკითხველო, ნუ იღიმით! ნურც გულში გაივლებთ, რომ ტყუილით დაიწყო და ტყუილითვე დაასრულებსო,რადგან სიტყვების მოძებნა ასე ძლიერ არასოდეს გამჭირვებია, ალბათ ეს საკმარისი მიზეზია ჩემი გულწრფელების დასამტკიცებლად. აღარ გავაჭიანურებ და...რას ვამბობდი? დიახ, ოცი წლის წინ ყველაფერი დაიწყო იმით, რომ...
ქარიანი საღამო იდგა, ისე ციოდა, თითქოს სიო ძვლებს უკანასკნელად, გამოსამშვიდობებელ ჩახუტებას ჩუქნიდა. სიოზე რა მოგახსენოთ და მე კი მართლაც უკანასკნელად გავყურებდი სავსე მთვარეს, ოღონდ გულწრფელი, ბედნიერი, უმანკო, ბავშვური თვალებით, რადგან ,თითქოს, გულში ვიცოდი, რომ განთიადისას იწყებოდა სევდა.

-არაფერი დატოვო, ძვირფასო,-ამბობდა დედა და მსუბუქად მისვამდა თავზე ხელს, თითქოს ჩემს გამხნევებას ცდილობდა და დარწმუნებული იყო, რომ კარგად გამოსდიოდა.
კარის ჭრიალი, საბურავების ხმა და შემდეგ უსასრულო მონატრება... აი, ეს არის სულ, ასე დაიწყო ყველაფერი, ასე იქცა ჩემი ფერადი სოფელი უფერულ ნასოფლარად.

მოგონებებიღა ათბობს ჩემს გულს-მეთქი, გეტყოდით, მაგრამ ჩემი მოგონებები გაიბზარა, გატყდა და ნამსხვრევებად გონების შორეულ კუთხეში მიმოიფანტა, ნაცრისფერ ფერებში კი მხოლოდ სოფლის ცენტრში მდგარი პატარა ეკლესიიდან გამომავალი წირვის ხმა მესახება და მხურვალე ლოცით თავჩაქინდრული მარინე ბებო. ნეტავ იცოდეთ, რამდენჯერ გამიხსენებია მისი სახე, ხანდახან მეგონა, შევეხებოდი კიდეც, მაგრამ უჩვეულოდ სათნო გამოხედვა ნისლში ქრებოდა და მარტო ვრჩებოდი პატარა სოფლის პატარა ეკლესიის ეზოში, შემდეგ თვალს ვახელდი და რეალობას ვეჯახებოდი. კიდევ უფრო ბუნდად მახსოვს მომწვანო კარი, კარს მიღმა თონე და ბებიის გამომცხვარი ნაზუქის სუნი.

და ახლა, არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ ,მე იქ ვბრუნდები...ერთ დროს დასრულებულ ჩემს ბავშვობაში, ჩემს ნასოფლარში.
ძველად ბევრჯერ დამიხატავს გონებაში ეს დღე, როგორ შევაღებდი კარს, მოვავლებდი ეზოს თვალს და ეზოს კუთხეში დარგულ ჩემს მაგნოლიას დავუსხამდი წყალს, მაგრამ ახლა ფიქრები ვერხვის ფოთოლივით შემოდგომის ქარებს დაედევნენ და ცარიელი ვათენებ ღამეს, ეგ კი არა და თვითონ თენდება.

* * *
მზე ამოდიოდა და ბალახის ნაზ მოძრაობებს ნათელს ჰფენდა, მეც ისევ უძილო ფიქრებს შორეულ, შიშის სამყაროში წავეღე. გონებას ერთიანად დაჰპატრონებოდა აზრი- იქაურობა რომ ვერ მეცნო? მოგონებები რომ ვერ გამემთელებინა და მეც ნაადამიანევი დამრქმეოდა? მეშინოდა და ისევ გავყურებდი მწვანე ბალხს ,რომელსაც უკვე სიო არხევდა.

* * *
ნელა მიგორავდა მანქანის ბორბლები ჩემი სოფლის ხრიოკ გზაზე, ნელა,აუჩქარებლად, უგულოდ და უხალისოდ. ვდუმდი, მხოლოდ ფანჯარაში შემოპარული სიო თუ დაიწყებდა ზუზუნს და ეს ხმა ყველაზე საამურ ხმად მეჩვენებოდა. ვდუმდი, ალბათ იმიტომ, რომ იქ ,სადაც მივდიოდი, თავად მდუმარება მელოდებოდა.

ვერ გეტყვით, რომ მზიანი დღე იყო, უფრო სწორედ ,ნაწვიმარს აქა-იქ მზის სხივები ნამდვილად ანათებდა.ალბათ სხვა ცაზე ცისარტყელაც გამოჩნდებოდა, მაგრამ არა- ნასოფლარზე.

მანქანის ფანჯრიდან ვუყურებდი გაუცხოებულ ადგილებს და გული საგულეში არ ჩერდებოდა, სუნთქვა მიმძიმდა და ვერ ვარჩევდი ბედნიერებისა თუ მწუხარებისგან. ემოციები ერთმანეთში ახლართულიყო . მეგონა, სულ ცოტაც და გულს გახეთქავდნენ. აი, მაშინ კი ,როდესაც მანქანა გაჩერდა, შიშიც, მწუხარებაც და ბედნიერებაც გაქრა და მონატრება დარჩა.

პირველი ,რაც გავაკეთე, ის იყო, რომ თვალები დავხუჭე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, უნდა გამოგიტყდეთ, ჩემს სოფელში წვიმას სხვანაირი სურნელი ჰქონდა, გაზაფხულის ზამთრისგან შემორჩენილი სუსხი სხეულში ერთნაირად მივლიდა, მაგრამ სიცივის ნაცვლად ჟრუანტელს მგვრიდა. ვიდექი, ვუყურებდი გარემოს და თავს ისე ვგრძნობდი თითქოს დიდი მინდორი ვყოფილიყავი შხაპუნა წვიმაში. თითქოს მარტოდ დარჩენილი პირველად მივაბიჯებდი უცხო მიწაზე და არ ვიცოდი, საით იყო წასასვლელი.
როგორც უკვე გითხარით ყველგან მდუმარების ხმა იყო ან შეიძლება მოლოდინის ღიღინიც გაგეგონათ, აი ისეთი მოლოდინის პატარა ბავშვი რომ ელოდება ემიგრანტ დედას, თითქოს ეს დაბზარული და საყდარჩამონგრეული სახლებიც მოუთმენლად ელოდნენ მიმსვლეს, რომელიც ჰორიზონტზე არა და არ ჩანდა.

მე კი მივდიოდი, მივდიდი ნელა, მივდიოდი აუჩქარებლად, მივდიოდი ისე, თითქოს არაღასოდეს გამოვბრუნდებოდი უკან.
და ისევ გაისმა კარის ჭრიალი... გული გაჩერდა, სული შემეხუთა, მოგონებები გადაფერადდა და არც კი ვიცი, როგორ დამინამა თვალები ცრემლმა. სნთქვა შეკრულმა შევაღე ოთახის კარიდ და დავინაღე მომღიმაღი, საწოლზე მხტუნავი უდარდელი ბავში, ჩემს თვალწინ, მკვდრეთით აღდგა გონებაში დამარხული ბედნიერი ბავშვობა.
გრძნობებთან ჭიდილმა ისე შემიპყრო ვერც კი შევნიშნე, როგორ მიილია დრო.
-დედა, აქ მოწყენილობაა-სევდიანი ხმით მეძახდა ხეებს შორის ჩამომჯდარი ჩემი გოგონა. გული გამიტყდა, გაიბზარა, მაგრამ ის ხომ არ ტყუოდა?!

ზეცამ პირი იცვალა, მზის სხივი მიიმალა, ცა გადაშავდა და წვიმამ უმოწყალოდ იწყო სვლა.
სოფელს გამოვცდით და უკანასკნელად მოვავლე თვალი წვიმისაგან შელახულ ტრაფარეტს. „ჭე-რე-მი“ დამარცვლით ამოვიკითხე და თვალი მოვხუჭე
გაცრეცილი მოგენებები გადაფერადდა და გულში გავიფიქრე ,იქნებ ,ოდესმე, ჩემს სოფელში ცისარტყელასაც გამოენათებინა- მეთქი.
მარიამ ნაცვლიშვილი
I ადგილი

......

ეს კი ნინიკოს ნააზრევია ერთ-ერთი ნაწარმოების ირგვლივ - ფრანით მორბენალი

“შენი გულისთვის თუნდაც ათასჯერ!” ამ ფრაზას ისე გულწრფელად წარმოთქვამდა ხოლმე ჰასანი,რომ რთული იყო ვინმეს ეჭვი შეპარვოდა მის გრძნობებში.

მინდა გადმოვცე იმ წიგნის ამბავი,რომლის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, თუ რამდენად ძვირფასია ადამიანებს შორის ნდობა, ერთგულება, სიყვარული. მინდა მოვყვე წიგნზე, რომლის ბოლო ფურცლის წაკითხვის დროს ჩავთვალე, რომ ჩემი საყვარელი წიგნი გახდებოდა, რადგან ისე არცერთ ნაწარმოებს არ აღუძრავს ჩემში ის სევდა, აღელვება, როგორც “ ფრანით მორბენალმა.”
წიგნში გადმოცემულია ორი ბიჭის, ჰასანის და ამირის მეგობრობის ისტორია, რომელმაც დიდხანს ვერ გასტანა. მათი ცხოვრება არ ყოფილა მარტივი, მეტიც, ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა დიდი კვალი დაამჩნია მათ გულებს. გულებს, რომლებიც ერთმანეთს გაუუცხოვდნენ და დაშორდნენ. ქვეყანაში, სადაც შიმშილით დაოსებული ბავშვები გადარჩენას ცდილობდნენ, იყო რაღაც საიმედო, განმათავისუფლებელი უბედურებისგან, ფრანით თამაში. მისგან იღებდნენ რაღაც სანუგეშოს, სულიერი თავისუფლების მომპოვებელ ძალას. თამაშის დროს გრძნობდნენ ისეთ თავისუფლებას, როგორსაც ფრანი გრძნობს ცაში ნავარდის დროს.

სწორედ იმ საღამოს დასრულდა მათი მეგობრობა,როდესაც ჰასანი ფრანს დაედევნა. კუთხეში მიიტყუეს, შეურაცხყოფა მიაყენეს. მის ციმციმა თვალებში შიში და სასოწარკვეთილება ირეკლებოდა. და რას აკეთებდა ამირი? იდგა კუთხეს ამოფარებული, შებოჭილი, ადგილიდან ვერ იძვროდა. გრძნობდა გულში ტკივილს, გრძნობდა, რომ მეგობარს ვერ ეხმარებოდა, მაგრამ ნაბიჯს ვერ დგამდა წინ.

სუსხიან საღამოს სახლში წამოსული ჰასანის სისხლის წვეთები ლაქებად აჩნდებოდა თოვლს.მისი კანკალი, თვალებიდან წამოსული ნაღველი ნორმალური ადამიანის თავში შებრალების გრძნობას აამღვრევდა. მას ხომ ახლა სჭირდებოდა დახმარება, როცა ყველაზე მეტად უჭირდა, მაგრამ არავინ გამოჩნდა.ამ დღის შემდეგ ამირს ჰასანის ყოველი შეხედვა საკუთარ ღალატს, საკუთარ სილაჩრეს ახსენებდა. არ შეეძლო ეყურა იმ ბიჭისთვის, რომელიც ყველაზე ერთგული იყო მისი.

წიგნში ავღანეთის რთული მდგომარეობაა ნაჩვენები.საბჭოთა კავშირის შეჭრას ავღანეთში ავტორი მშვიდობიანი ცხოვრების დასასრულს უწოდებს. განუკითხაობა, სექსუალური ძალადობა, ობოლი ბავშვები, მათხოვრებით მოფენილი ქუჩები.ასეთია მის მიერ დახატული ავღანეთი.

არვიცი მეყოფა თუ არა სიტყვები იმ სამადლობელის წარმოსათქმელად რომელიც ჰალიდ ჰოსეინს ამ წიგნის შექმნისთვის ეკუთვნის. სიმართლე გითხრათ და არც ჰალიდ ჰოსეინის ცხოვრება ყოფილა მარტივი. ჩემი აზრით, მისმა ცხოვრებამ დიდი როლი ითამაშა ამირის პერსონაჟის გამოძერწვაში. ის ქაბულში დაიბადა. დიპლომატის ოჯახში.აშშ- ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო სსრკ ავღანეთის ომის დროს.

ავღანეთში განვითარებულმა მოვლენებმა ამირი სხვა ქვეყანაში გადაასახლა. დაშორდა ჰასანს. გულსა და გონებაზე ბინდი დაეფარა, ისეთი, როგორიც კაცს უჩნდება საკუთარი სამშობლოდან წასვლის შემდეგ. ეგონა ტკივილი გაუვლიდა, ახალ ცხოვრებას დაიწყებდა, მაგრამ “თურმე წარსულს ვერ გაექცევი,არ გიშვებს კლანჭებით გებღაუჭება და როცა მოისურვებს მაშინ მოგაქცევს თავის მარწუხებში.” ქვეყნის დატოვება ამირისთვის რთული აღმოჩნდა.ისეთი გრძნობა დაეუფლა, როგორსაც ბავშვი განიცდის დედასთან განშორების შემდეგ. სამშობლოში ჩასულმა ამირმა ვეღარ იცნო მშობლიური ქალაქი.ჰასანის დახვრეტის ამბავმა მასზე ძლიერ იმოქმედა.ჰასანის შვილი, პატარა ჰაზარა ბიჭი სოჰრაბი გაუსაძლის პირობებში მყოფი, ამირმა გადაარჩინა და სწორედ ეს იყო სინდისისგან გათავისუფლების პირველი გადადგმული ნაბიჯი.ამრიგად,” ნამდვილი მონანიება ის არის სწორედ დანაშაული სიკეთის გზაზე რომ დაგაყენებს.”

ამ წიგნმა დამანახა ცხოვრების უსამართლობა. რომ შეიძლება სადღაც, ჩვენგან მოშორებით, სიღარიბისგან ბავშვები იღუპებოდნენ, ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ და ცისარტყევლასავით კაშკაშა და ფერადი ბავშვობა არ ჰქონდეთ.წიგნში განვითარებულმა მოვლენებმა იმდენად ჩამითრია, რომ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და შემიძლია დიდი სიამაყით ვთქვა, რომ ჩემი სამაგიდო ნაწარმოები გახდა.

“სან ფრანცისკოს უღრუბლო ცის ქვეშ კი ამირი თვალს ვერ აშორებს სოჰრაბს, გარბის მისთვის ფრანის მოსატანად და გულში გათავისუფლებული, საკუთართავნაპოვნი ბედნიერებით იმეორებს, “შენი გულისთვის თუნდაც ათასჯერ.”

ნინიკო ბიწკინაშვილი
 
 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება