სიახლეები
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა
25-03-2021
-
+


2020 წელს ქართულ უმაღლეს სასწავლებელთა ოჯახს ახალი წევრი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეემატა, რომელიც დღეს აქტიურად იდგამს ფეხს, თუმცა უახლეს მომავალში ეს იქნება მთელი საუნივერსიტეტო კომპლექსი, რომელსაც კავკასიაში ანალოგი არ ექნება.

2021 წლის 24 მარტს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რექტორ, პროფესორ, ზურაბ ხონელიძის ხელმძღვანელობით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: აკადემიური წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) თავმჯდომარე – პროფესორი ლარისა თაკალანძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე, აკადემიური საბჭოს წევრები – პროფესორი მელორ ალფენიძე, პროფესორი ნანა გულუა, ასოცირებული პროფესორი დევი შონია, ასოცირებული პროფესორი თორნიკე შურღულაია, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – ასოცირებული პროფესორი რომეო გალდავა, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე, რექტორის მრჩეველი – პროფესორი დავით ჯალაღონია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი – ასოცირებული პროფესორი ნესტან კეკელია, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი – ასოცირებული პროფესორი კახა კვაშილავა, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნატალია ხვისტანი, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ვლადიმერ არჯევანიძე.

სტუმრობის მიზეზი გახლდათ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა, რომლის ინიციატორი თავად ახალი ქართული უმაღლესი სასწავლებლის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე თევზაძე გახლდათ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი მსგავსი დოკუმენტი, რომელიც ქსუ-მა ქართულ აკადემიურ სივრცეში გააფორმა.

რექტორ ალ. თევზაძის თქმით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს განსაკუთრებული მისია და არსი გააჩნია ქართულ აკადემიურ სივრცეში, რაც ხაზგასასმელია სახელმწიფოებრივი და ეროვნული მნიშვნელობით. ამასთან ერთად, მას ხელმძღვანელობს ისეთი პიროვნება, როგორიც  პროფესორი ზურაბ ხონელიძე ბრძანდება, რომელიც, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად, თავდაუზოგავად მოღვაწეობს ამ სასწავლებლის განვითარებისათვის. ჩვენ მეგობარი უნივერსიტეტები ვართ და ერთმანეთს  ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში შევეხიდებით, – ხაზი გაუსვა პროფესორმა ალ. თევზაძემ.

რექტორმა ზ. ხონელიძემ მადლობა გადაუხადა მასპინძელ კოლეგას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მისი ეროვნული მისიისადმი ასეთი მგრძნობიარე დამოკიდებულებისათვის და აღნიშნა, ბედისწერამ დღეს სსუ-ს დააკისრა ძალიან რთული და იმავდროულად საპასუხისმგებლო მისია, რომ სწორედ მასზე უნდა გაიაროს ეროვნული ერთიანობის იდეამ. ქართულ აკადემიურ სივრცეში დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით მნივშნელოვანი აკადემიური პარტნიორები დაფიქსირდნენ, – აღნიშნა რექტორმა.

ხელმოწერის პროცესის შემდეგ, რექტორებმა ერთმანეთში სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.

მასპინძლებმა სტუმრებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო-ადმინისტრაციული შენობა და კამპუსი დაათვალიერებინეს და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება