სიახლეები
სიახლეები

სექტემბრიდან სკოლებში დიფერენცირებული სწავლება იწყება? - მოსწავლეები ჰუმანიტარულ და ტექნიკურ მიმართულებებს აირჩევენ
25-03-2021
-
+


განათლების და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტზე მუშაობს - საშუალო საფეხურზე პროფილური სწავლება იგეგმება. როგორც etaloni.ge-სთვის გახდა ცნობილი, სიახლეზე სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ და შესაძლოა, უკვე ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დიფერენცირებული სწავლება დაიწყოს.

აღნიშნული სიახლის დანერგვის შემდეგ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, საშუალო საფეხურზე, საკუთარი ინტერესების მიხედვით აირჩიონ პროფილი, მიმართულება, რომელსაც უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან. უფრო კონკრეტულად კი, იგეგმება ჰუმანიტარული, ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების გაყოფა, რათა მოსწავლეებმა საკუთარი ინტერესების მიხედვით შეძლონ შესაბამისი მიმართულების არჩევა. თუმცა ეს რომელიმე საგნის ამოღებას არ ნიშნავს. საბაზისო უნარებს, რაც მაგალითად, მათემატიკაშია საჭირო, ჰუმანიტარულ მიმართულებაზე მყოფი მოსწავლეც ისწავლის.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დიფერენცირებული მიდგომა და პროფილური სწავლება შესაძლოა 5 მიმართულებად დაიყოს. ეს მიმართულებებია: ჰუმანიტარული, მათემატიკა და ტექნოლოგიები, საბუნებისმეტყველო, ხელოვნება და სპორტი.

დიფერენცირებული სწავლება ნიშნავს სასწავლო პროცესის მორგებას მოსწავლეთა საჭიროებებზე. ერთ კლასში მყოფი განსხვავებული მიღწევების მოსწავლეთა განსხვავებულად სწავლებას. იგი ითვალისწინებს ერთი კლასის მოსწავლეების დაჯგუფება-დაყოფას. ამგვარი სწავლების მიზანია, რომ თითოეულმა მოსწავლემ მიაღწიოს საუკეთესო შედეგს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში.

იგეგმება თუ არა დიფერენცირებული მიდგომის დანერგვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში? - ინფორმაციის გადასამოწმებლად განათლების სამინისტროს მივმართეთ, სადაც საკითხთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთეს:

„დიფერენცირებული მიდგომის საკითხი უდავოდ განიხილება, თუმცა ჯერჯერობით, ეს ყველაფერი სამუშაო და განხილვის რეჟიმშია. ჩართულია საგანმანათლებლო რესურსცენტრები და ზუსტად თქმა, როდის დაინერგება ეს მიდგომა, ჯერჯერობით რთულია. თუმცა ვადასტურებთ - ამ საკითხზე მსჯელობა ნამდვილად მიდის“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

4 დღის განმავლობაში, ახალციხის N7 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი თემატური აქტივობები მიმდინარეობდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება