სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლებს სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების გამოყენების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდებათ
17-11-2017
-
+


„ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, საქართველოს მასშტაბით ნოემბერ-დეკემბერში საბუნებისმეტყველო საგნების 88 მასწავლებლისთვის ჩაატარებს ტრენინგს თემაზე “სასკოლო ლაბორატორიის გამოყენება საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში.“

ლაბორატორიების სასწავლო რესურსად გამოყენების ხელშეწყობისთვის შემუშავდა სამი ტრენინგმოდული სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების გამოყენების შესახებ ქიმიის, ფიზიის და ბიოლოგიის საგნების სწავლებაში. ტრენინგმოდულების შემუშავებაზე მუშაობდნენ პროექტის სერთიფიცირებული მოდულის დამწერები, პროექტის საბუნებისმეტყველო საგნების სპეციალისტთა ხელმძღვანელობით და ამერიკის შეერთებული შტატების ლაბორატორიული უსაფრთხოების ინსტიტუტის წარმომადგენელთან თანამშრომლობით. 

ტრენინგმოდულების სახელწოდებაა:

* სასკოლო ლაბორატორიის გამოყენება ფიზიკის სწავლებაში;

* სასკოლო ლაბორატორიის გამოყენება ქიმიის სწავლებაში;

* სასკოლო ლაბორატორიის გამოყენება ბიოლოგიის სწავლებაში;

ახლადშექმნილი ტრენინგმოდულები მიზნად ისახავს საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებისთვის პროექტის ფარგლებში შეძენილი ლაბორატორიული აღჭურვილობის გამოყენებით ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობის შეთავაზებას.

მოდულების შინაარსი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ხელსაწყოების ეფექტიანად გამოყენებისათვის საჭირო უნარების გავარჯიშებას. გარდა ამისა, მოდულები საშუალებას იძლევა ტრენინგის მონაწილეები დაეუფლონ ექსპერიმენტებით სწავლების მეთოდიკას,პრაქტიკულად შეასრულონ რიგი ექსპერიმენტები, შეაგროვონ და გააანალიზონ მონაცემები.

აღნიშნული მოდულების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს“ პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული 21 საჯარო სკოლის მე-7-12 კლასების საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები, რომლებმაც უკვე გაიარეს ტრენინგმოდული „უსაფრთხოება სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში.“ პროექტის მხარდაჭერით აღნიშნულ სკოლებში გარემონტდა სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები და შეძენილ იქნაშესაბამისი ლაბორატორიული აღჭურვილობა. ფონდი 100-მდე საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

ამ ეტაპზე, ტრენინგების ჩატარების ადგილად განისაზღვრა შემდეგი სამი რეაბილიტირებული სკოლა: ქ. გორის N5 საჯარო სკოლა, გორის N9 საჯარო სკოლა და ქ. ხაშურის N9 საჯარო სკოლა.

„საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები საჭირო რესურსია სკოლებისთვის და მათი აქტიური გამოყენება სასწავლო პროცესში ეფექტიანი სწავლების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიდგომა კვლევაზე დაფუძნებული სწავლებაა. პროექტის ფარგლებში შექმნილი ტრენინგმოდულები, რომლებიც სასკოლო ლაბორატორიების სწავლა-სწავლების პროცესში აქტიურ გამოყენებას ემსახურება, საბუნებისმეტყველო საგნებში კვლევითი კომპონენტის გაძლიერებისა და მოსწავლეთა ინტერესის გაზრდისკენაა მიმართული,“ განაცხადა მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერმა ირინა აბულაძემ.

როგორც ავღნიშნეთ, საგნის სწავლებაში სასკოლო ლაბორატორიების გამოყენების ტრენინგმოდულის შექმნას წინ უძღოდა ასევე პროექტის ფარგლებში 2016 წელს შექმნილი ტრენინგმოდული „უსაფრთხოება სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებში.“ მოდულის მიზანს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების უსაფრთხო გამოყენებაში მასწავლებელთა გადამზადება წარმოადგენდა, რაც ლაბორატორიაში წარმატებით და ეფექტიანად მუშაობის აუცილებელი წინაპირობაა, მით უფრო, რომ ლაბორატორიაში სწავლების პროცესში ჩართულნი არიან მოსწავლეები. 2016-2017 წლებში ტრენინგმოდული „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ იმ დროისთვის რეაბილიტირებული ყველა საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერების მასწავლებელმა გაიარა.

”ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ პროექტს აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება