მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ნახშირღელის საჯარო სკოლაში დირექტორის ბრძანებით შეიქმნა ხარისხის განვითარების და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი.
„ჯგუფის წევრები დაესწრებიან კოლეგებს გაკვეთილებზე და აძლევენ განმავითარებელ უკუკავშირს. რაც მათ კარიერულ წინსვლაში ეხმარებათ.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საგნობრივი სტანდარტის გათვალისწინებით დაიგეგმა და ჩატარდა გაკვეთილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის ნახშირღელის საჯარო სკოლის მეექვსე კლასში ქართულ ლიტერატურაში. გაკვეთილი ჩაატარა ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანმა მასწავლებელმა მაია მელუავამ.
გაკვეთილის თემა იყო: „იაკობ გოგებაშვილი „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“ (შემაჯამებელი მუშაობა). მოსწავლეებს მოვლენისადმი საკუთარი დამოკიდებულება უნდა გამოევლინათ და შეექმნათ მარტივი ტექსტები. გაკვეთილზე მასწავლებელმა გამოიყენა, „სლაიდშოუ“. საინტერესო იყო მოსწავლეთა მიერ მოთხრობის მიხედვით შექმნილი ნახატების პრეზენტაცია. ნახატებით გააცოცხლეს მოთხრობის ეპიზოდები. გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლეებმა შეძლეს ცოდნის გამოყენება ახალი პროდუქტის შესაქმნელად; „ინგილო ქალის წერილი ერეკლე მეფეს“- ასეთი იყო სათაური იმ წერილებისა, რომელიც მათ შექმნეს და წაიკითხეს „საავტორო სკამზე“. გაკვეთილი წარიმართა პოზიტიურ საკლასო გარემოში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით. მადლობა მაია მასწავლებელს ასეთი საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისთვის.ვუსურვებთ წარმატებებს და მომავალ კარიერულ წინსვლას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.