სიახლეები
პიროვნება

„პანდემიამ ტექნოლოგიების სიღრმისეულად ცოდნის საჭიროება დაგვანახა“- ვარხანის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ხობიაშვილი
25-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანის საჯარო სკოლის დირექტორის - რუსუდან ხობიაშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . . 

- კოვიდ პანდემიამ სრულიად შეცვალა სამყარო და ყველა სფეროში დიდი გადატრიალება მოახდინა. მან დაგვანახა, რომ მთავარია არ მივეცეთ სასოწარკვეთილებას. ასევე ტექნოლოგიების სიღრმისეულად ცოდნის საჭიროებაც.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა, რომ თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია ცხოვრება, ასევე დამოუკიდებლად მუშაობა და განვითარება.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . . 

- ჩემი გადასახედიდან 2020 წელი ყველაზე მძიმე წელი აღმოჩნდა მთლიანად მსოფლიოსთვის, ყველა მიმართულებით. ჩემთვის ეს წელი იყო შიშის და ავადმყოფობის წელი.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . . 

- მე ვთვლი, რომ კარგი განწყობა ყველა პრობლემის მოგვარების საფუძველია. მიხარია, როცა მასწავლებლები არიან მოტივირებულები, ენთუზიაზმით სავსე და სიახლეების მიმღები.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . . 

- მოსწავლეები ხშირ შემთხვევაში უფროსებზე კარგად მსჯელობენ და ადვილად აგვარებენ პრობლემებს, თუმცა ზოგჯერ მიკვირს რამდენად ცივი გონებით აფასებენ შექმნილ ვითარებას.

- მშობლებს ვურჩევდი. . . 

- მშობლებს ვურჩევდი უფრო მეტად სიახლოვეს და კომუნიკაციას შვილებთან.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . . 

- თუ როდის გავაგრძელებთ ცხოვრებას ჩვეულ რიტმში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება