მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მეოთხე დამატებითი საგნის ჩაბარებით აპლიკანტს გრანტის მიღების ორმაგი შანსი აქვს, - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე განმარტავს - თუ აბიტურიენტი საგრანტო კონკურსში 2-ჯერ მონაწილეობს, გრანტი იმ საგანში რჩება, რომელშიც უფრო მაღალი დაფინანსება აქვს.
„თუ კონკრეტულმა პროგრამამ მოითხოვა მეოთხე საგანი, ჩარიცხვისთვის აუცილებელია, აბიტურიენტმა ის ჩააბაროს. უპირატესობა კი გახლავთ, რომ ამ შემთხვევაში, აბიტურიენტს გრანტის მიღების 2 შანსი აქვს - ერთი - მესამე საგნით და გარდა ამისა, თუ მეოთხე საგანსაც ჩააბარებს, კონკურსში ცალკე შედის მათთან, ვინც ეს საგანი ჩააბარა. სადაც უკეთესი გრანტი ექნება აბიტურიენტს, დარჩება. თუ ერთგან 50%-იანი მოიპოვა და მეორეგან 100%-იანი, საბოლოოდ 100%-იანი დაფინანსება ექნება.
თუმცა, თუ პროგრამა არ ითხოვს მეოთხე საგანს და აპლიკანტი მაინც ჩააბარებს, მიღებული შედეგი არაფერში გამოადგება“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.
იხილეთ ასევე:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება