სიახლეები
სიახლეები

როგორ უნდა ჩარიცხოთ თანხა გამოცდებზე რეგისტრაციისთვის - ფოტოინსტრუქცია პედაგოგებსა და აბიტურიენტებს
26-03-2021
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტებმა რეგისტრაცია 31 მარტის ჩათვლით უნდა გაიარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გამოცდებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ.

წელს ტარდება ერთიანი ეროვნული, უფროსი სპეციალური მასწავლებლის, მასწავლებელთა საგნისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი გამოცდები, ასევე საერთო სამაგისტრო გამოცდა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.

მნიშვნელოვანია აპლიკანტებმა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის გასვლამდე თანხა უნდა ჩარიცხონ შესაბამისი გამოცდის ჩასაბარებლად. აპლიკანტებს თანხის ჩარიცხვა სხვადასხვა ბანკიდან, სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან თუ ონლაინ ბანკიდან შეუძლიათ. იმის გამო, რომ არაერთი კითხვით მოგვმართავენ თანხის ჩარიცხვის პროცედურასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, მეტი თვალსაჩინოებისთვის გადახდის ეტაპები ფოტოებით შემოგთავაზოთ.

გადახდის კატეგორიაში შესვლისას აპლიკანტი უთითებს სხვა გადახდებს, რის შედეგად ირჩევს კატეგორიას განათლება:  




განათლების კატერიგორიაში შესვლის შემდგომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოგოს დაინახავთ და დააკლიკავთ: 




შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კატეგორიის არჩევის შემდგომ აპლიკანტმა 4 ველი უნდა შეავსოს: პირველ ველში უთითებს, პირადობის მოწმობაზე მითითებულ პირად ნომერს; მეორე ველში ირჩევს, რა გამოცდას აბარებს - მაგალითად, აბიტურიენტი - ერთიან ეროვნულ გამოცდებს აირჩევს, მასწავლებლის და სპეცმასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველები მასწავლებლის გამოცდას და ა.შ. მესამე ველში სახელი და გვარი უნდა ჩაიწეროს, მეოთხე ველში კი თანხას უთითებს, რომლის შემდგომაც გადახდის ღილაკს აჭერს ხელს. 

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ გამოცდებზე გასვლის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ რომ ერთი საგნის ღირებულება 10 ლარია, შესაბამისად, თუ 3 საგანს აბარებს აბიტურიენტი 30 ლარი უნდა ჩარიცხოს თუ 4 საგანს - 40; მასწავლებლის გამოცდაზე გასასვლელად პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პირების გარდა, ყველამ 50 ლარი უნდა გადაიხადოს, სამაგისტრო და სტუდენტური გრანტის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის თანხის საფასური ასევე 50 ლარს შეადგენსაპლიკანტებმა უნდა გაითვალისწინონ საკომისო თანხაც.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
 
1. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
2. ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
3. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი (თანხა აისახება მომდევნო დღეს).

გამოცდებზე რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება