სიახლეები
სიახლეები

მაქსიმუმ 40 სტუმარი და შეცვლილი პროგრამა - რა პირობებით იხსნება გასართობი ცენტრები და დაევალება თუ არა პერსონალს კოვიდტესტირება
26-03-2021
-
+


1 აპრილიდან ბავშვთა გასართობი ცენტრები იხსნება და უკვე ცნობილია, რა რეგულაციების დაცვით მოუწევთ პატარა სტუმრების მიღება. კითხვა ბევრია - როგორ შეძლებენ სოციალური დისტანციის დაცვას ბავშვებს შორის? იქნება თუ არა შეზღუდვა სტუმართა რაოდენობაზე და რაც მთავარია - სხვადასხვა ზღაპრის გმირები, მაგალითად, შრეკი, სპაიდერმენი  და ფიფქია, სამედიცინო ნიღბით ხომ არ გამოეცხადებიან ბავშვებს?

Etaloni.ge ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელს, გიორგი მთიულიშვილს ესაუბრა, რომელმაც განმარტა, რა პირობების დაცვით გაიხსნება გასართობი ცენტრები:

 - პირველ რიგში გეტყვით, რომ შრეკი არ უნდა იყოს პირბადით... თავად ნიღაბი უკეთია, თუმცა ამას გარდა, როგორც რესტორანში მომღერალი სამედიცინო ნიღბით არ იმღერებს, ისევე ანიმატორებს არ მოუწევთ პირბადის გამოყენება, პროგრამის მსვლელობისას.

რაც შეეხება სხვა შეზღუდვებს, ბავშვთა გასართობი ცენტრებისთვის ისინი, თითქმის იდენტურია სარესტორნო ბიზნესისა - 1 კვ.მ-ზე დასაშვებია 4 ადამიანი, ოღონდ არაუმეტეს 40 პირისა; მშობელი სანამ მაგიდასთან დაჯდება, ვალდებულია, ეკეთოს პირბადე და ლაბირინთშიც თუ ადრე მაგალითად, 100 ბავშვი შედიოდა, ახლა მხოლოდ 50-ის შეშვების უფლება გვქვს. განიავებაც სავალდებულოა და რაც მთავარია, შუალედები ღონისძიებებს შორის - ჩვენ თავად მოვითხოვეთ, რომ დრო ყოფილიყო ნახევარი საათი, მაშინ, როდესაც 15-წუთიანი ინტერვალი შემოგვთავაზეს.

- რამდენად შეძლებთ ბავშვებს შორის სოციალური დისტანციის დაცვას?

- მოგვიწევს შევცვალოთ პროგრამის ფორმატი - მაქსიმალურად გამოვიყენებთ საეკრანო თამაშებს, ცეკვის და სიმღერის კარაოკეს... მაქსიმალურად ვეცდებით, სადაც შეგვეძლება, დავიცვათ სოციალური დისტანცია.

- თუ გაქვთ ინფორმაცია რამდენი გასართობი ცენტრი აღარ განაახლებს მუშაობას და ზოგადად, ასეთი შეზღუდვებით, საერთოდ ღირს ობიექტების გახსნა?

- სამწუხაროდ, ვაის და ვუის შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება. თუმცა 40 ადამიანი (პერსონალის გარდა) არცთუ მწირი რაოდენობაა. ახლა გადასაწყვეტია - დავკეტოთ ცენტრი, წავიდეთ სახლში თუ დავიტოვოთ გარკვეული შემოსავალი... რაც შეეხება დახურულ ობიექტებს, პანდემიამდე დაახლოებით 200 ცენტრი იყო საქართველოს მასშტაბით, ახლა კი 60 ცენტრი საბოლოოდ დაიკეტა.

- თანამშრომლებისთვის კოვიდტესტირება სავალდებულო იქნება?

- ეს საკითხი ჯერჯერობით საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და უახლოეს მომავალში მოგვაწვდიან ინფორმაციას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

4 დღის განმავლობაში, ახალციხის N7 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი თემატური აქტივობები მიმდინარეობდა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება