მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
Etaloni.ge დმანისის მუნიციპალიტეტის, ზემო კარაბულახის საჯარო სკოლის დირექტორს, გამლეტ ისმაილოვს წარმოგიდგენთ, რომელიც პოზიტიური დამოკიდებულებით მუდმივად ცდილობს, სკოლაში მოსულ თითოეულ ადამიანს ცხოვრება გაულამაზოს. სკოლაში სასწავლო პროცესი რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. ბატონი გამლეტი კი ბლიც-ინტერვიუში იმაზე საუბრობს, როგორ დაძლიეს კოვიდ-პანდემიის გამო წარმოქმნილი გამოწვევები საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში - ურთიერთთანამშრომლობითა და გუნდურობით
- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...
- რამდენად მნიშვნელოვანია ციფრული ტექნოლოგიების ფლობა და ელექტრონული სასწავლო რესურსების გამოყენება ონლაინ-სწავლებისას.
- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...
- დისტანციურადაც შესაძლებელია ხარისხიანი და უწყვეტი სასწავლო პროცესის განხორციელება.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- სიახლეებით, გამოწვევებით, ცვლილებებით დატვირთული მძიმ წლად.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- სიახლეების მიმართ ინტერესი.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- გამბედაობა და სიმამაცე.
- მშობლებს ვურჩევდი...
- იმეგობრონ შვილებთან და ითანამშრომლონ სკოლასთან.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- მომავალი თაობის როლზე სახელმწიფოს მშენებლობაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.