მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები, ტექნიკური პერსონალი, მშობლები და მოსწავლეები სკოლის საუკეთესო დირექტორს, ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავას დაბადების დღეს ულოცავენ და მეტ კარიერულ წინსვლას, ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს უსურვებენ.
შტრიხებს დირექტორის პორტრეტისთვის სკოლის თანამშრომლები, მშობლები და მოსწავლეები ასე წარმოგვიდგენენ.
ნათელა ბაზაძე, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი და ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი:
- მინდა, დავწერო ისეთი რამ, რომ გული გაგითბოთ, რადგან ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდით, როგორც მზრუნველი მეგობარი, ახლობელი და სკოლაზე უზომოდ შეყვარებული პიროვნება. იმ სკოლისა, სადაც ფეხი ავიდგი როგორც მოსწავლემ, მასწავლებელმა და ბოლოს, სკოლის დირექტორმა. თქვენი დაუღალავი შრომისა და მონდომების შედეგად, სკოლის პედაგოგთა უმრავლესობამ მიაღწია პროფესიულ წარმატებებს; ამასთან, ხართ ყველასთვის ეტალონი მოსიყვარულე შვილისა, კარგი შვილის გამზრდელი დედისა, წარმატებული სკოლის ხელმძღვანელისა და საერთოდ, კარგი ქართველი ქალისა“.
დალი სილაგაძე, სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე:
- ოტია იოსელიანის სახელობის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას ექვსი წელია ხელმძღვანელობს ქალბატონი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ სკოლას იცნობენ მთელ საქართველოში. ის იდეების ნამდვილი გენერატორია და ცდილობს, ერთმუშტად შეკრულ კოლექტივთან ერთად, წარმატებით განახორციელოს ყველა იდეა და ჩანაფიქრი.
„ვერც ერთი შკალა ვერ საზღვრავს
შენს ენერგიას ფაქი,
ტორნადოცა ხარ, ცუნამიც,
მთიდან მოსული ზვავიც.
გადაიქროლებ, წყნარდები,
ახალ სიცოცხლეს იძენ,
კვლავ როცა აბობოქრდები
ჩვენ შენთანა ვართ იგრძენ“.
ფიქრია გიორხელიძე, ისტორია, საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის გამგე:
- ნიჭიერი და ენერგიული; აქტიურად რთავს ყველა პედაგოგს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ჩამოყალიბებისა და განხორციელების პროცესში; შეუძლია შექმნას ოპტიმისტური ფონი,; სიტუაციის მიხედვით, შეუძლია იყოს მკაცრიც და ლოიალურიც; არ გამოეპარება არც ერთი თანამშრომლის მიღწევა და არ ტოვებს რეაგირების გარეშე; არ აშინებს სიახლეები და მუდამ მზად არის, შეეჭიდოს სირთულეებს; მუდმივად ვითარდება პროფესიული თვალსაზრისით და ეხმარება კოლექტივსაც.
დოდო ხაჩიძე, მენტორი მასწავლებელი:
- ერუდირებული, კრეატიული, აქტიური, სიახლეთა მაძიებელი, სკოლასა და კოლექტივზე მზრუნველი, ინოვატორი, რომელსაც შეუძლია კრიზისული სიტუაციების მართვა. ზრუნავს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და მასწავლებელთა პროფესიულ ზრდაზე; ცდილობს, ჰყავდეს რაც შეიძლება მეტი წარმატებული მოსწავლე; არის კარგი მენეჯერი; შესანიშნავად უძღვება სასწავლო პროცესსა და სამეურნეო საქმიანობასა; ხელს უწყობს მშობლებისა და საზოგადოების ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების მიზნით; მუდმივად ზრუნავს თვითგანვითარებაზე და მასწავლებლებსაც რთავს პროფესიული განვითარების სხვადასხვა პროგრამაში; გეგმავს, შეიმუშავებს, ახორციელებს სკოლის განვითარების გეგმას, რომლის მიზანიც არის თითოეული მოსწავლის მიერ მაღალი აკადემიური შედეგის მიღწევა. უზრუნველყოფს სასწავლო და ფინანსური რესურსების მოზიდვა-მოძიებასა და ეფექტიან განაწილებას სკოლის სასწავლო და ორგანიზაციული მიზნების განხორციელებისთვის.
სალომე ქობალია, მაძიებელი მასწავლებელი:
„ქალი, რომელიც სიცოცხლეს უმღერს,
ქალი, რომელიც ყველას „გულია“
ქალი, რომელიც „რწმენაა ხვალის“,
ყველას უზომო სიხარულია...
ქალი, რომელიც ნატვრაა ჩუმი,
ქალი, რომელიც „გაზაფხულია"
ქალი, რომელიც სულ ეყვარებათ,
ეს ხომ ფაქიზო ფანჩულიძეა."
მაკა სვანიძე, სკოლის ტექნიკური პერსონალი:
- სასწაული, გამორჩეული, განსხვავებულად აქტიური, მისი საქმის პროფესიონალი, ულამაზესი და უმშვენიერესი ქალბატონი, ყველაფერი საუკეთესოთი დაჯილდოებული.
ნინო ჯიქიძე, მშობელი:
- ქალბატონი ფაქიზო არის არაჩვეულებრივი დირექტორი და წარმატებული პედაგოგი. მას უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა. არის ენერგიული; ის მიზანდასახულია და მას უყვარს სიახლეების ძიება; მისი საქმის პროფესიონალია.
ქრისტინე უგრეხელიძე, Xბ კლასის მოსწავლე, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარე:
- ქალბატონი ფაქიზო არის დირექტორი, რომელიც ძალიან დიდ შრომას დებს სკოლის განვითარებასა და აღორძინებაში. იგი სკოლის მოსწავლეებს უფროსი მეგობარივით უდგას გვერდში; უამრავ რჩევა-დარიგებას აწვდის მათ; ეს არის ადამიანი, რომელიც ყველა გამოწვევებისთვის მზად არის“.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...