სიახლეები
სიახლეები

„ეტალონი“ უპრეცედენტო LIVE პროექტებს წარმატებით აგრძელებს
26-03-2021
-
+


„ეტალონის“ გუნდი უპრეცედენტო LIVE პროექტებს წარმატებით აგრძელებს. 28 მარტს პირდაპირ ეთერში გავა სამი გადაცემა  - 13:00 საათზე ინტელექტუალური კონკურსი „აბიტურიენტთა  თანავარსკვლავედი“, 15:00 საათზე „გაამოს!“ - სააზროვნო საუბრები აღზრდა-განათლებაზე და 17:00 საათზე ინტელექტუალური კონკურსი „საქართველოს  SUPER ოჯახები“.

როგორც უკვე იცით, გადაცემებს ინტერაქტიული შემეცნებითი ხასიათი აქვს და ორი LIVE უკვე წარმატებით და დიდი აქტიურობით ჩატარდა. პირველი გადაცემა 31 იანვარს, ხოლო მეორე ეთერი 28 თებერვალს შედგა. „ეტალონის“ გუნდი LIVE გადაცემებს თავისი პროექტის უცვლელ თანამოაზრეებთან ერთად ახორციელებს და პროექტებში ახალ მეგობრებსაც რთავს - მათ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია განათლება და ვისაც მოსწავლე-ახალგაზრდების ბედი აღელვებს.

გადაცემები LIVE რეჟიმში შეგიძლიათ იხილოთ „ეტალონის“ ფეისბუქ-გვერდზე და ასევე ჩვენს ვებ-გვერდზე ETALONI.GE.

„აბიტურიენტთა  თანავარსკვლავედი“ ეს არის უნიკალური დისტანციური ONLINE ინტელექტუალური ინტერნეტ გადაცემა-თამაში, მეყსეული ONLINE შეფასებებით და იქვე გამოვლენილი გამარჯვებულებით, რომლებსაც ახლო მომავალში ძალიან ბევრი წახალისება და პერსპექტივა ელით.

„გაამოს!“ - სააზროვნო საუბრები აღზრდა-განათლებაზე არის ONLINE ინტელექტუალური გადაცემა - საინტერესო სააზროვნო საუბრები აღზრდა-განათლების პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე, ქვეყნის მომავალზე მოფიქრალი ადამიანებისთვის, მზრუნველი ოჯახებისთვის და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის.

„საქართველოს  SUPER ოჯახები კი გახლავთ უპრეცედენტო დისტანციური ONLINE საოჯახო გადაცემა-თამაში სახლიდან გაუსვლელად, ყველასთვის თანაბარ პირობებში; დიდი ოჯახური სამზადისი, მხიარულება, ემოციები და მეყსეული ONLINE შეფასებები; გუნდურობის უპირატესობა, განსხვავებული ასაკისა და თაობის ადამიანთა თანამოაზრეობისა და ინტელექტის შედეგები და „საქართველოს ეტალონი სუპერ ოჯახის ტიტულის“ მფლობელების გამოვლენა-წახალისება!

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება