სიახლეები
პიროვნება

„სკოლას ბავშვი მაშინ აღიქვამს უსაფრთხოდ, როცა იცის, მას იქ ელოდებიან“ - მანავის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა ყორღანაშვილი
26-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის დირექტორის - ლეილა ყორღანაშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა... 

 - რომ მსოფლიო, საზოგადოება, თითოეული ჩვენგანი არ იყო მზად პანდემიისთვის, არ გვქონდა გამოცდილება, ინფორმაცია ამ მასშტაბის თავდაცვითი ღონისძიებების შესახებ. პანდემიის გამო მსოფლიოს ჩაკეტვამ დაგვანახა, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნების ეკონომიკის განვითერებისთვის, ადამიანების სრულყოფილი ცხოვრებისთვის, მოზარდების განვითარებისთვის ცოცხალი, აქტიური კომუნიკაციები. თუმცა ამავე დროს, დაგვანახა, როგორ ერთიანდებიან ქვეყნები, ადამიანები თანადგომისთვის ძნელბედობის დროს. 

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა... 

- რომ პანდემიით გამოწვეული ჩაკეტილობის დროს როგორ უნდა იყოს მზად სკოლა, ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები სწავლების ალტერნატიული გზების გამონახვის, დანერგვის, დატესტვის და შემდგომი მონიტორინგის მხრივ. დაგვაყენა იმის აუცილებლობის წინაშე, რომ მასწავლებელს ჰქონდეს მოსინჯული სწავლების სხვასხვა სტრატეგიები, მეთოდები, მრავალფეროვანი აქტივობები, უახლესი ინფორმაციული პროგრამები და სასწავლო რესურსები, რომლებიც დასჭირდება ონლაინ სწავლების დროს. მივიღეთ გამოცდილება როგორ დავეხმაროთ  სსსმ მოსწავლეებს  რომ ალტერნატიული  პლატფორმების, სასწავლო მასალების და აქტივობების შეთავაზებით უზრუნველყოთ  მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში.
ასევე დისტანციურმა სწავლებამ გამოავლინა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარები როგორც დადებითის მხრივ, ასევე უარყოფითის, კერძოდ, შემაჯამებელი დავალებების გადაწერის ყველა შესაძლო ხრიკების გამოვლენის კუთხით, რისი პრევენციის შესაძლებლობაც მასწავლებელმა უნდა შეძლოს ინდივიდუალური დავალებების, ტესტების შექმნით. ასევე კომპლექსური დავალებების შეთავაზებით.

- 2020 წელს დავახასიათებდი... 

- როგორც კაცობრიობის გამძლეობის, კრეატიული აზროვნების, ადამიანური თანადგომის გამოცდად. ასევე უკანასკნელი ასწლეულების მანძილზე ყველაზე მძიმე, განსაცდელებით სავსე წელიწადად.  თუმცა შეიძლება ვუწოდოთ დედამიწის ეკოლოგიური საფრთხეები შესუსტების წელიც. 

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- ერთმანეთის დახმარების, კოლეგიალობის მცდელობა, სამუშაო შეხვედრებზე თითოეული კლასის, მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების, თავისებურებების, საჭიროებების ერთობლივი განხილვა, განსხვავებული მოსაზრებებისას ერთმანეთის პროფესიული წარმატების აღიარება და კონსესუსამდე მისვლა, რა თქმა უნდა, მოსწავლის სწორი განვითარების სასრგებლოდ, მათდამი ჰუმანური მიდგომების პრიორეტად დამკვიდრებით.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს... 

- და ასევე მახარებს ჩვენი მოლოდინების გამართლება და უფრო მეტიც -  კრეატიული აზროვნება, გამომგონებლობა, თუმცა მაინც უფრო ერთმანეთზე და ზოგჯერ მასწავლებელზე ზრუნვაც. ასევე იშვიათად, მაგრამ მაინც, სკოლაზე და სასწავლო რესურსებზე ისეთი დამოკიდებულება, როცა იგრძნობა, რომ ეს მათი და შემდგომი თაობების კეთილდღეობისთვისაა და მათი საპატრონებელია.

- მშობლებს ვურჩევდი...

- უფრო მეტ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, შვილის უკეთ მოსმენას, მათი ინტერესების, თავისებურებების, საჭიროებების გასაცნობად და გასაანალიზებლად, შემდეგ კი მასწავლებელთან ერთად მის განხილვას, შესაბამისი ამოცანების დასახვას ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისთვის, მისი აკადემიური შედეგების გაუმჯობესებისთვის და შემოქმედებითი უნარების გამოვლენისა და აღიარების შესაფერისი გარემოს უზრუნველყოფა შევძლოთ ერთობლივი ძალისხმევით. 

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- სკოლის უსაფრთხოებაზე, რომელიც მხოლოდ მანდატურის სამსახური, ვიდეოკამერები, მორიგეობის სისტემა და ჰიგიენური ნორმების დაცვა არ არის. სკოლას ბავშვი მაშინ აღიქვამს უსაფრთხოდ, როცა იცის მას იქ ელოდებიან, მისგან წარმატებული ნაბიჯების მოლოდინი აქვთ, უყვართ და ზრუნავენ, შეუძლია თავისი განსხვავებული აზრი გამოთქვას და მხარდაჭერა იგრძნოს, შესაფერისი გარემოა სპორტული თუ მხატვრული უნარების გამოვლენისთვის, იქ მეგობრული გარემოა, მისი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებელი სასწავლო გარემო, თავის პროფესიაზე და ბავშვებზე შეყვარებული მასწავლებელია, ასეთი სკოლა კი პროფესიონალი მასწავლებლების გუნდის მიერაა შესაძლებელი.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება