TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„მშობლებს ვურჩევდი, იყვნენ შვილების მეგობრები“ - მაიდნის საჯარო სკოლის დირექტორი გია ბიძიშვილი
26-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის დირექტორის, გია ბიძიშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- შეცვლილი სამყარო და განუსაზღვრელი შესაძლებლობები; გამოწვევებისა და სირთულეებისას, ერთმანეთის სიყვარულისა და თანადგომის მნიშვნელობა.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ბევრი რამ - თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ელექტრონული და ციფრული ტექნოლოგიების როლი სამყაროში. ტექნოლოგიების დახმარებით ჩატარებული გაკვეთილი უფრო სახალისო და საინტერესოა, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- მოულოდნელობებით აღსავსე, სიძნელეების, შიშისა და სტრესის გამოწვევის წლად.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მიუხედავად ურთულესი გამოწვევისა, პროფესიისადმი უსაზღვრო სიყვარული; მათი მაღალი მოტივაცია და სიახლეებისკენ სწრაფვა.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- თითოეული მოსწავლის განსხვავებულობა და ინდივიდუალიზმი.

- მშობლებს ვურჩევდი...

- რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ შვილებთან; იყვნენ მეგობრები; აღიქვან ისინი პიროვნებებად და აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში; ყველანაირად შეუწყონ ხელი თავიანთი შვილების თვითრეალიზაციას.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- სკოლის მომავალზე. როგორ აღვზარდო ჯანმრთელი, კრიტიკულად მოაზროვნე, გარემოსდამცველი, სამშობლოს პატრიოტი, მიმტევებელი და ტოლერანტი თაობა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება