ძლიერ ქარს და თოვლს, ზოგან კი ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ - როდის იქნება ცივი ამინდი და როდის დათბება საქართველოში?
26-03-2021
დაკოპირებულია
-
+
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირასა და მომავალი კვირის პირველ დღეებში საქართველოში? - უახლოესი დღეების პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 27 მარტს საქართველოში შენარჩუნდება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსია მოსალოდნელი. მაღალ მთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. 27 მარტს ზოგან იქროლებს ძლიერი ქარი. 28 მარტს ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში, ტემპერატურა +8, +13 გრადუსამდე მოიმატებს.
29-31 მარტს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და +12, +17 გრადუსამდე დათბება. აღმოსავლეთ საქართველოში 30-31 მარტს უმეტესად ღრუბლიანი და ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში 26-27 მარტს შესაძლებელია მცირე წვიმა. 27 მარტს იქროლებს ძლიერი ქარი. 28-29 მარტს უნალექო, ხოლო 30-31 მარტს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +10, +12 გრადუსი იქნება.