სიახლეები
ეტალონი

შაშიანის საჯარო სკოლაში „ეტალონი“ გაშიფრეს
20-11-2017
-
+


''ეტალონის'' ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან და ლიტვის ელჩთან, გიედრიუს პუოჯუნასთან ერთად შაშიანის საჯარო სკოლას ესტუმრა. 

„ეტალონის“ ავტორსა და წამყვანს და ლიტვის ელჩს მოსწავლე-მასწავლებლები სკოლის ეზოში საზეიმოდ დახვდნენ და სკოლაში შეუძღვნენ. 

სკოლის ყველა სართულზე ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოსწავლეები იდგნენ და სტუმრებს სიმღერებითა და ცეკვებით ეგებებოდნენ.
     
გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „გურჯაანის ეტალონ მოსწავლეს“, ანი კაკიაშვილს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა. 

ამასთან, შაშიანის სკოლას „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი ელჩის ხელმოწერით პირადად გიედრიუს პუოჯუნასმა გადასცა. 

შაშიანის საჯარო სკოლის დირექტორის თამარ თვალიაშვილის თქმით, განათლებული ადამიანი ყოველთვის წარმატებული იქნება:

„მე ძალიან აღელვებული ვარ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც სწავლა-განათლებას წაადგება. ეს ღონისძიებაც ადასტურებს, რომ განათლებული ადამიანი ყოველთვის იქნება წარმატებული. მიხარია, რომ ჩვენს სკოლაში სტუმრად იყო ასეთი საგანმანათლებლო ღონისძიების ავტორი და წამყვანი და ლიტვის ელჩი. ჩვენი მოსწავლეები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მიიღონ განათლება და ჩვენი პედაგოგიური კოლექტივი კი ხელს უწყობს მათ სწავლა-განათლებას სწორი მიმართულება მისცეს.“ 

„გურჯაანის ეტალონ მოსწავლე“ ანი კაკიაშვილი აღნიშნავს, რომ ინტელექტ-შეჯიბრში მონაწილეობამ მას გამბედაობა შეჰმატა:

„დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან „ეტალონის“ ავტორი და წამყანი და ლიტვის ელჩი გვეწვივნენ სკოლაში და პირადად გადმომცეს საჩუქარი. დღემდე მომყვება შარშანდელი ემოციები. ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ, რომ მთავარი გამარჯვება კი არა, პროექტიდან მიღებული გამოცდილებაა. ინტელექტ-შეჯიბრში მონაწილეობა უკვე გამარჯვებაა. „ეტალონში“ მონაწილეობამ მე გამბედაობა შემმატა. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მთლიანად შემოქმედებით ჯგუფს.“ 

შაშიანის სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონი“ გაშიფრეს. ე - ერუდიცია, ტ - ტაქტი, ა - აზროვნება, ლ - ლოგიკა, ო - ორგანიზებულობა, ნ - ნიჭი, ი - ინტუიცია. 

ღონისძიების ბოლოს, გოჩა ტყეშელაშვილს, გიედრიუს პუოჯუნასა და ინტელექტ-შეჯიბრის მთელ შემოქმედებით ჯგუფს კახური სტუმართმოყვარეობით გაუმასპინძლდნენ.  

შეხვედრის ბოლოს, ინტელექტ-შეჯიბრის ავტორმა და წამყვანმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.  

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება