TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

ეროვნული გამოცდებით 2020 წელს და შემდეგ ჩარიცხული სტუდენტების მობილობის თავისებურებები განისაზღვრა
29-03-2021
-
+


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლისა და საფასურის დამტკიცების წესში ცვლილება შევიდა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით განისაზღვრა, რიგგარეშე მობილობის გამარტივებული წესით  ჩატარება და ერთიანი ეროვნული გამოცდებით 2020 წელს და შემდგომ ჩარიცხული სტუდენტების მობილობის თავისებურებები.

მობილობაში მონაწილე ის სტუდენტი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ, ვალდებულია აკმაყოფილებდეს დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ყველა წინაპირობებს.

თუ პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს:

ა) იმ საგნისგან განსხვავებული საგანი, რომელიც ჩაბარებული აქვს მობილობის მსურველს, იგი მობილობის განხორციელებამდე უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნული გამოცდებში და ჩააბაროს შესაბამისი საგანი/საგნები;

ბ) ერთზე მეტი საგანი, რომელიც შეესაბამება, დებულების დანართი №3-ით გათვალისწინებული სწავლის სფეროების მიხედვით განსაზღვრულ საგნების ჩამონათვალს, მობილობის მსურველს, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ, ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა ჩაეთვლება დაკმაყოფილებულად ერთ-ერთი მათგანის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაშიც.

3.  ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჩასაბარებელ საგანში/საგნებში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა წარმოადგენს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობის დაკმაყოფილებას და მიღებული ქულა არ გაითვალისწინება ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შედეგებში.

4. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების თაობაზე ყველა საგნობრივი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე მართვის სისტემას ელექტრონულად მიაწოდოს იმ პირთა სკალირებული ქულა/ქულები, შესაბამისი საგნის/საგნების მითითებით, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

დაწესებულებისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების, ასევე, დაწესებულებისათვის სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის, საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმით ან აკრედიტაციის გაუქმებით დაწესებულების მიერ პროგრამის განხორციელების უფლების დაკარგვის შემთხვევაში, რიგგარეშე მობილობა ტარდება გამარტივებული წესით:

ა) ამ დაწესებულებების სტუდენტთათვის;

ბ) აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვეს  ჩარიცხვის უფლება ამ დაწესებულებაში;

გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც ამ დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად;

დ) მობილობის მსურველთათვის, რომლებმაც ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პრიორიტეტების მიხედვით მოიპოვეს ამ დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობს ის პირიც, რომლის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემიდან გასულია ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თორმეტთვიანი ვადა.

  1. დაწესებულებისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების, ასევე მხოლოდ აკრედიტაციის საფუძველზე განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში, ამ დაწესებულების/საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები, მათ შორის ისინი, ვისაც გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე უკვე შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი, უფლებამოსილი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით ავტორიზაციის/აკრედიტაციის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში.
  2. გამარტივებული წესით რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის არ გამოიყენება ელექტრონული პორტალი.
  3. რიგგარეშე მობილობის გამოცხადების შესახებ მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება:

ა) დაწესებულების მიერ რიგგარეშე მობილობით საფეხურებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის, ასევე სწავლის საფასურის შესახებ მართვის სისტემაში ინფორმაციის წარდგენის ვადა;

ბ) რიგგარეშე მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების მართვის სისტემაში წარდგენის ვადა;

გ) სტუდენტის რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანების გამოცემის ვადა.

  1. მართვის სისტემა ამოწმებს დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისობას მისთვის განსაზღვრულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის, არსებული სტუდენტების რაოდენობისა და დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მონაცემებთან, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და საჭიროების შემთხვევაში, ადგენს ხარვეზს და დაწესებულებას განუსაზღვრავს ხარვეზის აღმოფხვრის ვადას ან ადასტურებს ინფორმაციის სისწორეს. მართვის სისტემის მიერ დადგენილ ვადაში დაწესებულების მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობა წარმოადგენს მობილობისათვის ადგილების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.
  2. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით, ინფორმაციის გადამოწმების საფუძველზე, მართვის სისტემა დაწესებულებების მიერ წარდგენილ ინფორმაციას აქვეყნებს მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე.
  3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტებს უფლება აქვთ, მართვის სისტემის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩარიცხვის მიზნით განცხადებით მიმართონ დაწესებულებების ჩამონათვალიდან მათთვის სასურველ, ნებისმიერ დაწესებულებას.
  4. მიმღები დაწესებულება საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობას ადგენს ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად.
  5. მიმღები დაწესებულება მართვის სისტემას წარუდგენს სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივი აქტის პროექტს და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონულ ვერსიას მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად, რის შემდეგაც მართვის სისტემა ამოწმებს დაწესებულების ბრძანების პროექტში ასახული სტუდენტის მონაცემების შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებთან და გასცემს დასკვნას პროექტში მითითებული სტუდენტების რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესაძლებლობის შესახებ. მართვის სისტემა უფლებამოსილია გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაციაც.
  6. ბრძანების პროექტზე მართვის სისტემის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გამოიცემა დაწესებულების ბრძანება სტუდენტის რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ.
  7. დაწესებულება უფლებამოსილი ორგანოს ბრძანების ელექტრონულ ვერსიას, სტუდენტის რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ, მართვის სისტემის მიერ დადგენილი ფორმით, გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგენს მართვის სისტემაში, ხოლო მართვის სისტემა, 3 სამუშაო დღის ვადაში, ასახავს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
  8. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმით ან აკრედიტაციის გაუქმებით დაწესებულების მიერ პროგრამის განხორციელების უფლების დაკარგვის შემთხვევაში, ამ დაწესებულებების სტუდენტთა რიგგარეშე მობილობისას, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე, იმ დაწესებულების მიერ, საიდანაც გადადის სტუდენტი, გამოიცემა ბრძანება სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ და არაუგვიანეს 5 დღის ვადაში აისახება უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ხოლო სტუდენტის მიმართვიდან 1 კვირის ვადაში გაიცემა ბრძანებიდან ამონაწერი, ასევე საგანმანათლებლო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც იგი ამ დაწესებულებაში ჩაირიცხა, და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება