სიახლეები
სკოლები

წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა COVID-19-ის შესახებ საინტერესო პროექტი განახორციელეს
29-03-2021
-
+


წალკის N1 საჯარო სკოლის მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი თემაზე - „კოვიდ-19“.

პროექტის ხელმძღვანელი ქეთევან ომიაძე იყო.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, პოსტერები, ასევე ჩაწერეს ინტერვიუ ექიმთან და თავიანთი ნამუშევრები სკოლის მოსწავლეებს გააცნეს.

„მსოფლიოში ყოველდღიურად იმატებს კოვიდ 19-ით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი, რაც ძალიან ხშირად გამოწვეულია ადამიანების დაუდევრობით. ამიტომ მასთან საბრძოლველად გადავწყვიტეთ მოსახლეობაში მოხდეს პანდემისათან საბრძოლველად ცნობიერების ამაღლება, რათა შემცირდეს მათი გაუფრთხილებლობით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგები და იზრუნონ, რომ გახადონ იგი ნაკლებად საზიანო დედამიწისათვის. იფიქრონ მავნე ჩვევების აღმოფხვრასა და სწორი ქცევის ჩამოყალიბებაზე. დასახონ გზები პანდემიასთან საბრძოლველად.

ამ მოულოდნელმა დაავადებამ განსაკუთრებით ზიანი მიაყენა განათლების სისტემას; მოსწავლეები „მოსწყდნენ“ სოციუმს-მეგობრებს და დაშორდნენ სკოლას, გაკვეთილები ტარდება ონლაინ რეჟიმში, მიეჯაჭვნენ კომპიუტერებს და მოწყდნენ თამაშებს ფიზიკური აქტივობებით, ეს უკანასკნელი ჩაანაცვლა კომპიუტერულმა თამაშებმა.

პროექტის განხორციელებით მოსწავლეებმა ნაყოფიერად გამოიყენეს თავისუფალი დრო, შეისწავლეს სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამა, ურთიერთობა დაამყარეს სხვა სკოლის ბენეფიციარებთან, დასახეს პანდემიასთან ბრძოლის გზები“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ანკეტის შევსების ვადები ცნობილია - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

რა ინფორმაცია აქვს სკოლას მოსწავლისა და მშობლის შესახებ

პედაგოგებისთვის 250 ლარია გამოყოფილი - ვის ეხება დაფინანსება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითთან, ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება