მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლემ, ილია ზედგინიძემ izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი დაიმსახურა.
ჭკვიანი და ბეჯითი ილია ზედგინიძე უკვე რა ხანია izrune.ge-ს დიდი ოჯახის საამაყო წევრია. ილიამ ოჯახი, სკოლა და მასწავლებლები ამჯერადაც ასახელა! ილიას განსაკუთრებულად მზრუნველი ბებია ჰყავს, რომელთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოგვიგზავნა!
„მარტის შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი აიღო ილიამ. კიდევ ერთხელ ასახელა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლა. ილია ჯერ 7 წლის არის. ჯერ მხოლოდ პირველ კლასშია და ყველა საგანში ერთნაირად არის მონდომებული. ამიტომაც უყვარს izrune.ge-ს ტესტები. მასში ყველაფერი არის გაერთიანებული. დიდი შემართებით ელოდება თვის ბოლოს და შედეგიც ყოველთვის საუკეთესო აქვს. დიდი მადლობა მთელ გუნდს. ილიას უყვარხართ ძალიან“,- გვწერს წარმატებული მოსწავლის ბებია.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი