მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს ზაფხულში, კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გასვლა იმ შემთხვევაში შეუძლიათ თუ ისინი სხვა საგანს ჩააბარებენ. ასევე, უფროს პედაგოგებს, შედეგის გაუმჯობესების მიზნით შეუძლიათ იგივე საგნის გამოცდაზე გავიდნენ, რაც უკვე ჩაბარებული აქვთ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე გასვლა მათთვის ფასიანი იქნება, ისევე როგორც პროფესიაში შემოსვლის მსურველებისთვის.
რეგისტრაციის საფასური კი 50 ლარია.
როგორც ცნობილია, 31 მარტის 18:00 საათამდე მიმდინარეობს რეგისტრაცია მასწავლებელთა საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად, აგრეთვე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისთვის. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება