მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
Etaloni.ge თბილისის N172 საჯარო სკოლის დირექტორს, დავით ბრეგვაძეს წარმოგიდგენთ, რომელიც პოზიტიური დამოკიდებულებით მუდმივად ცდილობს, სკოლაში მოსულ თითოეულ ადამიანს ცხოვრება გაულამაზოს. სკოლაში სასწავლო პროცესი რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. ბატონი დავითი კი ბლიც-ინტერვიუში იმაზე საუბრობს, როგორ დაძლიეს კოვიდ-პანდემიის გამო წარმოქმნილი გამოწვევები საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში - ურთიერთთანამშრომლობითა და გუნდურობით.
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
- რომ ტექნოლოგიები, მათ შორის ელექტრონული, ბევრად მნიშვნელოვანი ყოფილა, ვიდრე მანამდე გვეგონა.
- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...
- თურმე შეგვძლებია ბევრი ისეთი საქმის კეთება, რასაც მანამდე ვერც წარმოვიდგენდით. გვასწავლა, რომ მოსწავლეებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება და მანძილი, ზოგჯერ, არაფერს ნიშნავს.
- 2020 წელს დავახასიათებდი...
- როგორც ფანჯარას, სხვა სამყაროებისკენ.
- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...
- ის, რაც მანამდეც მიხაროდა - თავდადება საქმისადმი.
- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...
- როგორ გაუძლეს ჩაკეტილ გარემოს?!
- მშობლებს ვურჩევდი...
- მეტი პოზიტიური, უშუალო ურთიერთობა ჰქონდეთ შვილებთან.
- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
- როდის დავუბრუნდებით ცხოვრების ნორმალურ რიტმს და როგორი განსხვავებულები ვიქნებით იმასთან შედარებით, პანდემიამდე რომ ვიყავით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა