სიახლეები
სიახლეები

სკოლებში მატერიალური ჟურნალი საბოლოოდ უქმდება - ცვლილებას მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს
03-04-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წელს სკოლებში ელექტრონული ჟურნალები დაინერგა. მართალია, ამაზე საუბარი ადრეც იყო, მაგრამ პანდემიამ და დისტანციურმა სწავლებამ მოვლენები დააჩქარა. ახლა იმის განხილვას არ დავიწყებთ, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ პედაგოგები. მაგრამ ფაქტი ერთია - სიახლემ ბევრი კითხვისნიშანი და გაუკრვევლობა გააჩინა: ხან ადრე იხურებოდა ელექტრონული ჟურნალი, ხან საერთოდ არ აღიქვამდა შეფასებას, ხან კი შეტანილი ცვლილებები უკვალოდ ქრებოდა... თუმცა სკოლებში მოსწავლეთა შეფასების პრობლემა არ შექმნილა, რადგან, პარალელურად, იყო მატერიალური ჟურნალიც, რომელსაც უპირატესობა ენიჭებოდა, ეს ყველაფერი კი, როგორც აღმოჩნდა, უბრალოდ გენერალური რეპეტიცია იყო მომდევნო სასწავლო წლისთვის.

„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“  ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მომავალი წლიდან მატერიალური ჟურნალი აღარ იარსებებს და მას სრულად ჩაანაცვლებს ელექტრონული ვარიანტი:

„2021-2022 სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ელექტრონული ჟურნალის წარმოება გახდეს სავალდებულო და გაუქმებულ იქნეს ჟურნალების წარმოება“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება