მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნამაშევის საჯარო სკოლაში პროექტი - „ფერადი შემოდგომა“ განხორციელდა.
„პაწაწინა მსახიობები უჩვეულოდ ფუსფუსებდნენ, აღელვებულები ეხვეოდნენ გარს მასწავლებელს. მათ ხვავითა და ბარაქით სავსე შემოდგომა წარუდგინეს მაყურებელს. კლასი საგანგებოდ იყო მოწყობილი, იატაკზე შემოდგომის ფოთლები მოფენილიყო, ოთახი სავსე იყო ჭირნახულით, თათარა ჩუხჩუხებდა ცეცხლზე შემდგარ ქვაბში, რაშიც პატარები ჩურჩხელებს დიდი სიხარულით ავლებდნენ. ბავშვები ხალისობდნენ, ლექსებს სიმღერები ენაცვლებოდა, სიმღერაებს - ცეკვა, ღონისძიებამ სასიამოვნოდ ჩაიარა.“ - აღნიშნა ნამაშევის სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ნათია ბენდელიანმა.
მშობლებმა კლასის დამრიგებელს ნათია ბენდელიანსა და სკოლის დირექტორს მინდია გველებიანს დიდი მადლობა გადაუხადეს.
პროექტი მოამზადა ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ნათია ბენდელიანმა, რომელსაც მასწავლებლები და მშობლები ეხმარებოდნენ.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება