მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სიკო დოლიძის სახელობის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ამაღლების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს, მოსწავლეები კი ჩართულები არიან სხვადასხვა აქტივობაში.
ახლახან ამაღლების საჯარო სკოლასთან არსებულმა ეკოკლუბმა მოაწყო აქცია - „ბრძოლა უხილავ მტერთან“, რომლის ფარგლებშიც, ეკოკლუბის წევრებმა სოფლის თემში დაარიგეს პირბადეები, ბუკლეტები და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, რომ კოვიდ-19-ის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა რეგულაციების დაცვა.
„ჩატარებული აქცია დავაკავშირეთ მდგრადი განვითარების მესამე მიზანთან, რაც მოიცავს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ამაღლების საჯარო სკოლის ეკოკლუბის სახელით, გისურვებთ ჯანმრთელობას“, - აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან