მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მე-10 კლასის მოსწავლეები, არჩევითი საგნის „მსოფლიო კულტურა“ ფორმატში, თბილისის ძველ უბნებს ეწვივნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს და გაეცნენ ისტორიულ და ეთნოგრაფიულ ღირსშესანიშნაობებს, მოისმინეს საინტერესო ინფორმაციები სხვადასხვა კულტურული ძეგლის შესახებ. ნახეს წმინდა აბო თბილელის სახელობის სამლოცველო, მეტეხის ტაძარი, თათრის მოედანი, აბანოთუბანი-ძვ ხარფუხი, ლეღვთახევი...ასევე დაათვალიერეს სინაგოგა, კათოლიკური ეკლესია, სიონის ტაძარი. ისტორიული გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძველი ქალაქის არტეფაქტები.
გაკვეთილი დასრულდა რეზო გაბრიაძის მიერ მარიონეტების თეატრის გვერდით აშენებულ უნიკალურ საათიან კოშკთან. კლასს მეგზურობას უწევდა ქართული ენისა და და ლიტერატურის, ასევე „მსოფლიო კულტურის“ მასწავლებელი დარეჯან ცხომარია.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა