მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჩხერის მუნიციპალიტეტის, გორისის საჯარო სკოლაში დასწრებითი სწავლება მიმდინარეობს და მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულები როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე სხვდასხვა პროექტში.
მე-2 წელია გორისის საჯარო სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“, რომლის ფარგლებში, არაერთი ღონისძიება განხორციელდა. ამჯერად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, მოეწყო პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე: „მავნე ჩვევები, საფრთხეები და მისი თავიდან აცილების გზები“.
მე-9 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა მოსახლეობაში, რაც მიზნად ისახავდა განსაკუთრებით სახიფათო და გავრცელებული მავნე ჩვევების გამოვლენას მათი შემცირების მიზნით, მოამზადეს სადისკუსიო კითხვები, საინტერესო პრეზენტაციები. ღონისძიება/შეხვედრას ესწრებოდნენ მე-8 და მე-10 კლასის მოსწავლეები და პედაგოგები.სასკოლო პროექტის ხელმძღვანელი, სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებელი, ნათია შეყლაშვილი გახლავთ, რომლმაც ბავშვები ამ საინტერესო აქტივობაში ჩართო და მათ, ერთობლივად, პროპაგანდა გაუწიეს ცხოვრების ჯანსაღი წესს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა