მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი მარინა საგინაძე უცხოური ენების სწავლის უპირატესობებზე საუბრობს და აღნისნავს, რომ გარდა ცოდნის მიღებისა, უცხოური ენების სწავლა ადამიანის ტვინის ფუნქციონირებას უწყობს ხელს.
როგორც პედაგოგი აღნიშნას, იმისთვის რომ მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის სწავლა უფრო ადვილი და საინტერესო ყოფილიყო ბავშვებისთვის სიტყვათა მარაგის შევსება პრაქტიკული სამუშაოებით გადაწყვიტა.
„დღეს ენებს შორის ყველაზე აქტუალური, რა თქმა უნდა, ინგლისური ენაა. ამ ენაზე საუბრობს მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ინგლისური გვხვდება ყველგან, ტრანსპორტში, აეროპორტში, ტელევიზორში, ინტერნეტში. მე ვფიქრობ, სხვადასხვა ენების სწავლა მხოლოდ ამ შედეგით არ შემოიფარგლება,
არის კიდევ ერთი მიზეზი, რომელზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, ბევრი ენების ცოდნა ავტომატურად მოუტანს სარგებელს ენის შემსწავლელ ადამიანებს. განსაკუთრებით ინგლისური ენა, რადგან შესწავლის დროს ყურადღება უნდა გავამახვილოთ ბგერის სწორად წარმოთქმაზე რაც აძლიერებს გონების პოტენციალს. გონებას, ისევე როგორც ნებისმიერ კუნთს სჭირდება ვარჯიში. ამ მხრივ ინგლისური ენის შესწავლა ძალიან კარგი სავარჯიშოა.
მოხარული ვარ, ვასწავლი სკოლაში სადაც მოსწავლეებს სამი ენის შესწავლა უხდებათ, ქართული- ინგლისური და ბოლოს თარგმნიან თავიანთ ,,სომხურ ენაზე’’ რასაც დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია არამარტო, ენის ცოდნისთვის არამედ ყოველდღიურად აიძულებს ტვინს იმოძრაოს მისთვის ახლად დადგენილ წესებსა და ლაბირინთებში, რაც საკმაო ძალისხმევას მოითხოვს. ადამიანი, ვინაიდან ის ორ ან მეტ ენას ფლობს მუდმივად აკონტროლებს რომელ ენაზე საუბრობს და რომელი ენიდან უნდა ამოირჩიოს ამა თუ იმ სიტუაციისთვის შესაბამისი სიტყვა თუ ფრაზა, რაც ტვინის ვარჯიშს უწყობს ხელს
მხოლოდ თავიდან არის რთული, დროთა განმავლობაში კი ქვეცნობიერის დონეზე გადადის და ამის კონტროლი ისეთივე მარტივია, როგორც მაგალითად სიარული და საუბარი ერთდროულად.
ადამიანები, რომლებიც საუბრობენ ორ ან მეტ ენაზე დიდ დროს უთმობენ ენების ურთიერთჩანაცვლებაში და ეს ხელს უწყობს ტვინის მარცხენა სფეროს განვითარებაში, ასევე ასაკში ბევრად უფრო გამძლენი არიან ალცჰაიმერის დაავადების მიმართ.
ჩემს მოსწავლეებს რომ გაადვილებოდათ ინგლისური ენის შესწავლა, მათთვის საინტერესო კუთხით დავიწყე სიტყვის მარაგის დაგროვება, მაგალითად გამოვიყენე სწავლა კეთებით.
კეთებით სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლე საკუთარი ცოდნის, წარმოსახვის, ინტელექტისა და შემოქმედების ნაყოფს ხედავს. ეს მას სიამოვნებას ანიჭებს, რაც, ერთი მხრივ, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების სტიმულს აძლევს, მეორე მხრივ კი აცნობიერებინებს და აჩვევს მას, რომ მოფიქრება და ჩანაფიქრის განხორციელება ერთი მთლიანი პროცესის ორი ფაზაა.
კეთებით სწავლების ანუ პრაქტიკის მეთოდის გამოყენების დროს მოსწავლეს ვაწვდით ზუსტ ინსტრუქციას ექსპერიმენტის ან სიმულაციისთვის და არა ინფორმაციას. ამის მიზანია, მოსწავლეებმა შეასრულონ ისეთი ქმედებები, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის ან ჩვევის ფორმირებას“
გთავაზობთ ერთი გაკვეთილის ნიმუშს „კეთებით სწავლის“ გამოყენებით, იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ