ტემპერატურა 22 გრადუსამდე მოიმატებს, 1 აპრილიდან წვიმას და თოვლს ვარაუდობენ - გაეცანით ამინდის პროგნოზს
30-03-2021
დაკოპირებულია
-
+
1 აპრილს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს - აღნიშნულ პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 30-31 მარტს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსი იქნება.
1 აპრილს დღის ბოლოდან 4 აპრილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ღამის საათებში მაღალ მთაში თოვლი, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში 1 აპრილს ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 2-3 აპრილს +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში +14, +19 გრადუსამდე დათბება.
თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 30 - 31 მარტს +10, +12, ხოლო 1-3 აპრილს +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. 2-3 აპრილს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.