სიახლეები
სკოლები

 „სიცოცხლე სიცოცხლისთვის“ - დისველის საჯარო სკოლის კრეატიული პედაგოგის სულისშემძვრელი ნოველა
30-03-2021
-
+


Etaloni.ge წარმოგიდგენთ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დისველის საჯარო სკოლის პედაგოგის, ნინო დოხტურიშვილისს ნოველას, რომელიც ოდესღაც გაშვილებული გოგონას არეულ გზა-კვალზე, მშობელი დედის მუდმივ ძიებასა და მისი ტრაგიკული ბედისწერის გაზიარებაზეა.

სიცოცხლე სიცოცხლისთვის!

თბილისის ქუჩებში მწველი მზის სხივები ასფალტის ზედაპირზე დაცურავდა, უდიერად აცხუნებდა ბუნებას, გახემებულ ნიადაგს, მარტოსულად მდგარ ხეებსა და მის ჩრდილში ამობიბინებულ მცენარეებს. უჰაერობის წიაღში გადამხრჩვალი მოსახლეობა, თავს მათთვის მისაღები ან გამოცდილი ხერხით შველოდა.

ხეივნის ქვეშ ორი მოსიყვარულე ანარეკლი, ერთმანეთს ტკბილად ემუსაიფებოდა... გულში ჩაკრული ახალგაზრდა ქალი, კაცის მკერდზე ნაზად ქვითინებდა, თავის სათქმელსაც ცრემლის დინებას უსიტყვოდ აყოლებდა...

- ჩემო ძვირფასო, ბუნების კანონია, რომ გტკიოდეს და გიხაროდეს, იყო ბედნიერი და უმწეოც, მაგრამ სიცოცხლე ამ ერთგვარი ნიუანსების, სტაბილური ბალანსია და როგორც ყოველთვის, ახლაც გეტყვი, რომ არ ღირს ამდენი ნერვიულობა იმაზე, რის წინაშეც უძლური ხარ. მას მერე, რაც ოჯახი შევქმენით, ნერვიულობ, განიცდი, ფიქრებით იმხელა ლაბირინთი შექმენი, რომ თავადაც ვერ ახერხებ, ამ ორომტრიალიდან თავის დაღწევას. გულწრფელად მიპასუხე, ღირს ეს ყველაფერი შენი მშვიდი ცხოვრების ფასად?

ახალგაზრდა ქალი დუმდა....

-აი ხომ ხედავ, პასუხის გაცემაც გიჭირს! უმორჩილესად გთხოვ, შეწყვიტე! მეც შენი ტკივილის მოზიარე ვარ და აღარ მსურს, ვუყურო ცრემლებს, რომელსაც არ იმსახურებ! დროა, ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ...

ქალი შეცბა! ვერ წარმოიდგენდა ასეთ მოულოდნელ განაჩენს, რომელიც მისთვის არაამქვეყნიურ რეალობასთან იკვეთებოდა. ეს შეუცნობელი და დაუჯერებელი მონოლოგი იყო, სწორედ ამიტომ, ცოტა სიბრაზე შეერია ხმაში.

- შენთვის როგორი მარტივია, ნიკა, იცი, ვისი სისხლი და ხორცი ხარ, მე კი ცასა და დედამიწას შორის ვარ გამოკიდებული, იმის გაფიქრებაც მთრგუნავს, რომ შეიძლება, ვერ ვიხილო ის ადამიანი, ვინც დღის სინათლე მაჩუქა, სიცოცხლე შთამბერა, პირველად მკერდზე მიმიკრა და დედის რძით მომნუსხა...

ასე შეუცნობლად გავლიო წუთისოფელი, ისე, რომ მადლობაც არ გადავუხადო?! არა! ეს უსამართლობა იქნება, ვიბრძოლებ სწორედ იმიტომ, რომ ფარ-ხმლის დაყრა არ მჩვევია... იცი, რა არის ჩემი იარაღი?

ნიკამ გაკვირვებით შეხედა თითქოს უსუსურ, მაგრამ კეთილგონიერ ქალბატონს...

- ბრძოლა - შვილებისა და ოჯახის კეთილდღეობისთვის. უნდა ვიცოდე, ვისი გორის ვარ, რომ პატიოსანი სულით ვიცოცხლო, სხვაგვარად არ ძალმიძს არსებობა. გაურკვევლობით უდიერად ვექცევი ჩემს გონებასა და გულს!

- არგუმენტირებული პასუხია, ალბათ ვცდები და შენ სწორად მსჯელობ, უბრალოდ, გაუსაძლისია საყვარელი ქალის დარდიანი მზერის ხილვა. ვერაფრით განუგეშებ და ეს უფრო მთრგუნავს, მაგრამ თავსზევით ძალა არაა, იცოცხლე იმედით რომელიც გასულდგმულებს. დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. მე მხოლოდ ერთი მსურს, რაც ურყევი და შეუცვლელია, შენი - ჩვენი ოჯახის ბედნიერება!

ახლა წადი და ბავშვი გაამზადე დღეს დედულეთში მივდივართ, კახეთში გველოდებიან ერიც და ბერიც, ეს არის ყოფითი ცხოვრების განთიადი.

- კარგი მაგრამ, მაგ განთიადს ცოტა ლოდინი სჭირდება, სალომეს ჩაცმა ასეთ მარტივი როდია?

- მთელი ცხოვრება დაგელოდებით! - ამ სიტყვებს იმხელა სიყვარული მოაყოლა ნიკამ, ქალმა სასიამოვნო ჟრუანტელი იგრძნო სხეულში -  „უყვარვარ და ნერვიულობს, ცოტა უსამართლოდ ხომ არ ვექცევი?“ - ამის გაფიქრებაზე მწუხრი გადაეკრა სახეზე, რაც ისევ მეუღლის დაჟინებულმა მზერამ გაფანტა.

ნაზად მიუახლოვდა დედა თავის შვიდი თვის სალომეს. ფოთოლივით მსუბუქსა და სიცოცხლესავით ტკბილს, დიდი სიყვარულის ნაყოფს. ნაზად  ელამუნებოდა, თბილი სიტყვებით ანებივრებდა პატარას.

- სანამ გაიზრდები, ფეხს აიდგამ და პირველ ასო-ბგერას წარმოთქვამ, იქამდე გეტყვი, რომ სამყარო ვრცელია. ოკეანესავით წყლის ქვეშ ინახავს ცხოვრების სიამტკბილობას, დარდსა და ვარამს, კაცობრიობის მონაგარ ბედ-იღბალს. მე კი, განვლილი ზღვის ფსკერიდან, მეჩვენება, რომ ჩვენი საარსებო სივრცე ჩვილი ბავშვივით  პატარა და უმწეოა; ტანზე შემოცრეცილ სამოსელს ჰგავს, ნელ-ნელა რომ შემოგადნება სხეულზე. ახლა დავრწმუნდი, რომ ბედნიერი ცხოვრებისთვის ერთი სამყარო სრულიადაც არ არის საკმარისი. შენი დაიკოები და შენ, ჩემი აბობოქრებული და დაუშრეტელი ოკეანის ტალღები ხართ, სულ მინდა, რომ წყლის ზედაპირზე ინავარდოთ!“ - ასე ეალერსებოდა დედა, თან საოცრად ლამაზი ბაფთით და თეთრი აბრეშუმის ფარფლებიანი კაბით მოსავდა, პატარა ცხვირ-პიზე ელამუნებოდა და სწრაფი მოძრაობით მიიწევდა ავტომობილისკენ.

- დედა სად ხარ ამდენ ხანს? ხომ იცი, დღეს ადრე უნდა დავბრუნდეთ თბილისში, ხვალ შეხვედრა მაქვს, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ ტანმოვარჯიშეს, დროული დასვენება და მომზადება მჭირდება, როგორ დავაღალატო მწვრთნელი?

- მერე ვინ ამბობს, რომ ვერ მოვასწრებთ დროულად ჩამოსვლას?! ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულო!

დიდი ჟრიამულით მიეშურებოდა ოჯახი კახეთისკენ, მონატრებულ ბებია ბაბუასთან, მკვირცხლად კაფავდა უკან მოტოვებულ სახლებს, ხეებს, თბილისის შემოგარენს და რაც მთავარია, მცხუნვარე მზის სხივებს.

ჭიშკარს მიუახლოვდნენ თუ არა, ნიკას, ასაკიანი მშობლების ბედნიერი ხმამაღალი ხმა შემოესმა - მოვიდნენ... მოვიდნენ...

- გახედე ბავშვებს,- დედამ მეუღლეს, მკაცრი ტონით მიუგო. თითქოს, თვითონ განზე დარჩებოდა... პირველი ის მიეახლა, მიესიყვარულა მთელ ოჯახს. მონატრებული შვილი გახელებული ჩაიკრა გულში, თითქოს წლობით არ ენახა.

„დედა შემოგევლოს... დედას მონატრებავ“... -  გაშმაგებული მხეცივით იზიდავდა შვილს, ბოჭავდა თავისკენ...

- დედაკაცო, გამოუშვი ეგ ბალღი აქეთ, ნუ ამოხადე სული, - გაბრაზებული მამა წყენას ვეღარ ფარავდა, იქამდე, სანამ შვილმა თვითონ არ გაითავისუფლა თავი დედის ტყვეობისგან და ახლა მამის პირისპირ აღმოჩნდა... ზრდასრული მამაკაცი მშობლების გარემოცვაში თავს ჩვილი ბავშვივით გრძნობდა. ნიკამ მამას ბეჭზე მსუბუქად დაარტყა ხელი და ამით აგრძნობინა, რომ სუფრასთან უნდა გადაენაცვლათ; მშობელი მიუხვდა, განზრახვას...

 მოდი, შემოგევლე, კერას მოგლეჯილო შვილო, თამადამ სუფრის სათავიდან ზარივით ხმა და ყანწი აბჯარივით მიაგება მომხდურს. შენი ოჯახი დალოცე, შვილო... - ცრემლი ვეღარ შეიკავა თამადამ, როდესაც მონატრების სიხარული მოაწვა გულზე...

ჩემს მიწა-წყალს, ჩემს კახეთს დავლოცავ, ათასჯერ განგმირულს, მაგრამ ამაყად მდგარს. ჩემს დედულეთს, დიადსა და მისაბაძს, საამაყოს. სინდისის, ნამუსის, ვაჟკაცობისა და პატრიოტიზმის სათავეს....

აი, ახლა ხარ ჩვენებური, შენს სიტყვებსა და კაცობას შემოევლოს ნათლიაშენი, - გადაეხვია ბიძაკაცი თანამეინახეს და გაგრძელდა ლხინი გამსჭვალული ერთობით, უფლის დიდებით!

- საღამოსპირას, ნიკამ დროულად გაიაზრა, რომ რამოდენიმე საათში უკან უნდა დაბრუნებულიყო, ამიტომ, ბოდიშის მოხდით, სარეცელს მიაშურა, მოქეიფე ხალხს გულწრფელად განუმარტა სუფრის დატოვების მიზეზი,რასაც ყველა დაყაბულდა და გაგებით შეხვდა.

მეუღლის გადაყვეტილებამ თამარი ძალიან დაამშვიდა. დარწმუნდა რომ დროულად დაბრუნდებოდა თბილისში და შვილის წინაშე დათქმულ დანაპირებს კეთილსინდისიერად აღასრულებდა. იქამდე კი, იმედიანი მზერით შეეგება დედამთილის მუსაიფს და ყურადღებაც მასზე გადაიტანა...

- როგორ ხართ, შვილო? ქალაქში რამე ხომ არ გიჭირთ?

- არა, დედა, ყველაფერი კარგად გვაქვს, პირიქით უნდა ვნერვიულობდეთ თქვენზე. ხშირად ვერ ჩამოვდივართ, ვერ გნახულობთ... თქვენ კი პატარა ბავშვებივით გვანებივრებთ.

- ეგ არაფერი შვილო, თქვენი კარგად ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ ახლა შენს თვალებში დარდსა და ნაღველს ვხედავ, კიდევ ვერაფერი გაარკვიე?

- ვერა, დედა, უცხო ქვეყანაში რას მივაკვლევ დახმარების გარეშე?!

 - ეეეჰ! როგორ აიმღვრა შენი ცხოვრების გამდინარე წყალი, რამხელა ნიაღვარს უძლებს უმწეო გული, ასე უდიერად რომ მორეცხა, დაახავსა დარდმა და ნაღველმა. წლების განმავლობაში სულ ერთი კითხვა გიტრიალებს თავში - ვინ ხარ? საიდან მოდიხარ? სადაა შენი ფესვები? ამის გარეშე როგორ უნდა გალიო წუთისოფელი?! ბედისგან დაკნინებული ხარ, შვილო... არ მემეტები ამ ტკივილისთვის!

- გეთანხმები, დედა, ბევრი მინახავს და განმიცდია ამ უსამართლო ცხოვრებაში, მაგრამ ყველაზე საბრალო ის ადამიანია, რომლმაც საკუთარი წარმომავლობა არ იცის;  ასე, ჰაერში გამოკიდებული საშველს ითხოვ და ვერაფრით აღწევ საწადელს. მახსოვს, რუსეთში ერთ-ერთ სკვერში, როგორ დამატატავებდნენ, იქაური ნაყინისა და ტკბილეულის გემოც კი მახსოვს...

 - დედ-მამა არ გახსოვს, შვილო, სახეზე?

- არა! მარტო გამზრდელი მშობლები მახსოვს, ამ რეალობის აღქმა მიუსაფარ ბავშვთა სახლიდან დაიწყო, საიდანაც მშობლებმა ამიყვანეს და აღმზარდეს. გულწრფელად გითხრათ, ჩემთვის ბუნდოვანია, თუ როგორ მოვხვდი საქართველოში, უცხო ქვეყნის მოქალაქე?

 - მეც მაკვირვებს არსებული რეალობა, თუმცა შენი სლავური გარეგნობა ბევრზე მეტყველებს, ესე იგი, მახსოვრობა არ გღალატობს და მართლაც რუსეთში გაზრდილ-დაბადებული ხარ!

-მას მერე , რაც აღმზრდელი მშობლები დამეღუპნენ, მთავარი საზრუნავი ბიოლოგიური მეურვეების პოვნაა, არ მინდა, ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, ერთხელ მაინც არ დავლანდო ისინი...

 გუშინ მესიზმრა ძალიან ლამაზი უცნობი ქალი, საკუთარი თავი შევიცანი, ალბათ ვგავარ და მაგიტომ.დიდი სიყვარულით მომიალერსა, თავზე ხელი გადამისვა, მითხრა - ნუ ნერვიულობ, შვილო, მე თავად მოვალ შენთან და გინახულებო; იქნებ ისიც მეძებს და ჩვენი გზები ვერა და ვერ იკვეთება....

-იმედი არ დაკარგო, შვილო... ყველაფერი კარგად იქნება.

- ღმერთმა გისმინოს, დედა, - კმაყოფილი სახით მიაგება თამარმა პასუხი და ხელსაქმესაც თავისი ადგილი მიუჩინა. მერე ფრთხილად გამოაფხიზლა მეუღლე და წასასვლელად შეამზადა. ახალგაზრდა მამაკაცი ზლაზვნით წამოიმართა ,არ ესიამოვნა ტკბილი სიზმრებიდან გამოფხიზლება, თუმცა სხვა გზაც აღარ იყო... ამიტომ ეზოში ზანტად ჩავიდა, თავი მოიწესრიგა, ოჯახსაც აუწყა მზაობა...

რამოდენიმე წუთში სიხარული - ალერსითა და დამშვიდობებით შეიცვალა. კოცნიდნენ და ეფერებოდნენ მგზავრებს. ბებია-ბაბუამ ჯერ ბავშვების ალერსით იჯერა გული და შემდეგ შვილი და რძალი ჩაიკრა მკერდში. ემოციურად გამოემშვიდობნენ, გზად მიმავალ მგზავრებს....

ნიკა თავს კარგად ვერ გრძნობდა, თითქოს არ სურდა სოფლიდან წამოსვლა და არც საუბრის დაწყების ხასიათზე იყო, თამარი მიუხვდა მეუღლეს უხასიათობას და გარინდული იჯდა... მხოლოდ პატარა ნანამ დაარღვია დუმილი:

დედა, საზღვარგარეთ რომ წავალ, ანასაც გავიყოლებ... ჩემზე რამოდენიმე წლით უფროსია და დედასავით მიპატრონებს, სალო პატარაა, ამიტომ შენთან უკეთ იგრძნობს თავს.

-კარგი, სიცოცხლე....

მსოფლიო ჩემპიონი უნდა გავხდე, დედი, ყველა ოცნებას ავსირულებ... ჩვენ ერთი დიდი ბედნიერი ოჯახი ვიქნებით.

- დედი, სულ რაღაც ათი წლის ხარ და ძალიან დიდი მიზნები გაქვს, მიხარია, რომ ამ ასაკში საკუთარი გზა გაქვს არჩეული - ეს შენი წარმატების საწინდარია!

ნიკა სიყვარულით უმზერდა ოჯახს, ხვდებოდა, რომ უმიზეზოდ ჯავრობდა და სწორად იქცეოდა, ბავშვს მიზნის განხორციელებაში რომ ეხმარებოდა; სიამოვნებდა, ასეთი დიდი სითბო რომ იღვრებოდა ოჯახის წევრებს შორის, სწორედ ესაა სამოთხე დედამიწაზე, ამაზე მეტი არც უნდა ისურვოს კაცმა! სიყვარულით გაბრწყინებული თვალებით ეფერებოდა შვილებს, მეუღლეს.

- თამარ, ხედავ, როგორ გადის დრო, ანა უკვე თორმეტი წლის გოგოა , ნანა ათი წლის წარმატებული ჩემპიონი და გვარის სიამაყეა, პატარა სალომე ჯერ დედიკოს და მამიკოს მზის სხივია, მერე კი ცხოვრება გვანახებს. მიყვარხართ უზომოდ,მოდით ჩემთან, მოგეხვიოთ.

შვილებისკენ გადაზნექილ ნიკას, საჭე წამიერად გაექცა, სწორედ ამ დროს, არასწორი მანევრის შედეგად, პატარძეულის ხიდიდან ავტომობილმა ფრთაგაშლილი ფრინველივით იფრინა. ოჯახის განწირული კივილი სამყაროს ატყვევებდა,  მოსიყვარულე, მომავლის მოტრფიალე მგზავრები შიშის თვალებით უმზერდნენ სიკვდილს, თამარმა პატარა მიიკრა გულში, გოგოები კი მამას მთელი ძალით ჩაეხუტნენ. სულ რაღაც ერთ წამში შეწყდა ცეცხლად აბრიალებული იმედები, რომელიც ალალმართლად შეიმოსნენ ნათელი მზის სხივით... გაირინდა მიწაც - თითქოს ცდილობდა, ია-ვარდით მოეფინა ის სიმძლავრე, რომლიც ოჯახის გარდაცვალების ზენიტი იყო. ყველა და ყველაფერი გმინავდა ირგვლივ, გაჩერდა გულისცემა. მოსახლეობა, მაშველები, ერთობლივი ძალისხმევით ცდილობდნენ ადამიანების ამოყვანას, გოგონები ძლივს მოაცილეს მამის კალთას, პატარა სალომე დედიკოს ხელებში იყო მომწყვდეული, ქალს ხელები სპეციალური ხელსაწყოთი დაუმტვრიეს, რომ ბავშვი ამოეყვანათ... რამოდენიმე საათში იმედებით აღსავსე უსულო სხეულები,

იქ გადაასვენეს, საიდანც წამოსვლას ასე გულდაწყვეტით ჩქარობდნენ. ჯერ გააზრებულიც არ ჰქონდა მონატრებულ დედას შვილის გამგზავრება, რომ სამუდამო საბრძანებლით ხუთი გარდაცვლილი მოუსვენეს. იწვოდა ქვეყანა მათი ცოდვით,  ყველასთვს მძიმე და მწარედ ასაღქმელი იყო არსებული რეალობა. დედის ტირილი ქვასაც კი გახეთქავდა...- მოხვედი შვილო, სამუდამოდ დედასთან დასახლდი, როგორ უსიამოდ, გულდაწყვეტით, დატოვე ეზო- კარი...

 თუ გული არ მიგიდიოდა, სად მიისწრაფოდი? თუ სხეული აქ დარჩენას გთხოვდა, რად არ დარჩი? სული აქ დატოვე, ჩემო სიმდიდრევ და მალევე მოაკითხე მას... მიგაყაროთ მიწა? როგორ გაგიმეტოთ, შვილო.... სულ ახლახან არ აიდგით ფეხი, ამ უნიათო ცხოვრების ნიადაგზე,რა ბედზე იყავით დაწერილები, თქვენ მოგიკვდეთ დედა. ასე მალე რატომ გამიფრინდით, ჩემო ლამაზო ანგელოზობო. როგორ ვიარსებო ახალა, ვინ მეტყვის? ეს ხომ გაუსაძლისი ტკივლია, ხალხო...

შავებში შემოსილი უცნობიქალბატონი, ვაივაგლახით შეტორტმანდა ოთახში, გამწარებულ დედას ხელისგადასმით თანადგომა აუწყა. თამარის სარეცელს მიუახლოვდა, სუდარა გადახადა და სახეზე ფერება დაუწყო...

 ღმერთო, ნეტავ მცოდნოდა,ხომ მოვიდოდი, გეტყოდი სიმართლეს, ჩემო ლამაზო. ვახ, დედავ! ეს რა ბედზე ყოფილხარ დაბადებული, ჩემო ნაადრევად წასულო ანგელოზო....

 ვერავინ ამოიცნო ეს ქალბატონი, მისი ტკივლი კი ღრმას და ენით აღუწერელს ჰგავდა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალის, უსულო სხეულს ეფერბოდა და სთხოვდა პატიებას...

საღამოს პირას, როდესაც ჭირისფულის გარდა ყველა საკუთარ სახლში დაბინავდა, მიცვალებულის სარეცელთან მჯდომი ქალბატონი, ნელა ცრემლნარევი ხმით მოჰყვა საუბარს:

„ახლა გვიანია, ხალხო, მაგრამ ისე მაინც ვერ გაუშვებ, სიმართლე არ ვუთხრა. ჩემს უმწეობას გამართლება არ აქვს, მაგრამ მერწმუნეთ, სხვა გამოსავალი არ მქონდა. მე მის მშობლებს და მასაც, ბავშვობიდან ვიცნობდი, ეს ანგელოზი კი, როგორც ახლა მეუბნება ხალხი, თურმე უცხო ქვეყანაში ეძებდა მშობლებს, მწარე სიცრუეს ჰყავდა შეპყრობილი უბედური. კახეთის ერთ- ერთი სოფელში გაზრდილ-დაბადებულია. მისი მშობლები ავტოავარიით გარდაიცვალნენ, სწორედ იმ ადგილას, სადაც თავად დალია სული... ჩუმი გოდება ყოველ სიტყვას ერთვოდა ბარდ-ეკალივით, გაკვირვება და სინანული კი მეტ სიმწარეს აღვივებდა ჭირისუფალში... მთელი ოჯახი ემსხვერპლა ამ საგზაო შემთხვევას, მხოლოდ თამარი გადარჩა და მიუსაფარ ბავშვთა სახლში დააბინავეს, - ქალი საუბარს ცრემლებს აყოლებდა, თუმცა აზრს არ წყვეტდა, - მისი აღმზრდელი მშობლები, რომელბმაც მეურვეობა იკისრეს, საკმაოდ კატეგორიული მიდგომით გამოირჩეოდნენ, მათ უკვე ჰყავდათ აყვანილი ბავშვი, რომელიც რამოდენიმე წლის შემდეგ ბიოლოგიურმა მშობლებმა დაიბრუნეს. თამარი მეორე მცდელობა გახლდათ, ამ შემთხვევაში მეტი სიფრთხილე გამოიჩინეს, რომ კვლავ იმედი არ გაცრუებოდათ. კატეგორიულად აგვიკრძალეს იმ ახლობლებს ჰორიზონტზე გამოჩენა, რომელიც კანტიკუნტად შემოვრჩით თამარის მეხსიერებას. ბავშვსაც გზა-კვალი აურიეს, რუსეთში წაიყვანეს,იქ რამოდენიმე თვე ამყოფეს, ბავშვურმა აღქმამ თავისი ჰქნა, მას დღენიადაგ ახსოვდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო და საქართველოში მისი სისხლი, ხორცი არ მოიძებნებოდა.

- გამოდის, დედა გარდაცვლილი ჰყავდა...

- დიახ, სამწუხაროდ!

- ერთხელ ბედნიერი სახით მიამბო,  რომ უცნობი ლამაზი, ქერა ქალი ესიზმრა, სთხოვა, ძებნა შეეწყვიტა, რადგან თავად მივიდოდა მასთან. ამის მერე მტკიცედ სჯეროდა, რომ დედა დარდობდა უკვალოდ დაკარგულ შვილზე.

- დიახ, მართლაც სლავური გარეგნობის ქალბატონი გახლდათ, დედა-შვილი ძალიან ჰგავდა ერთმანეთს.

შუახნის ქალბატონი მორჩა საუბარს და მერე ყელში მოწოლილი ტკივილი ნიაღვარივით გადმოაფრქვია, ქალის უსულო სხეულზე...ხომ ხედავ, არ გაგწირა უფალმა და სიმართლე იპოვე ამ ცოდვილ მიწაზე, ახლა მთელი ოჯახი ერთად ხართ,სწორედ ისე წარიმართა ეს დაწყევლილი ცხოვრება, როგორც შენ გსურდა. მიხედე მათ და სიყვარული არ მოაკლო; განისვენე მშვიდად, როგორც იქნა, აგიხდა ოცნება - ოცნება მარადიული მზის სხივისა!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სკოლების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კონკურსი გამოცხადდა - ვადები და დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხეს სადღესასწაულო დატვირთვა აქვს, ადამიანების ნაწილს, მისი მორთვა ან ძალიან ეზარება, ან უსარგებლო დეკორაციად მიაჩნია

სიახლეები
საზოგადოება