სიახლეები
სიახლეები

მანდატურის სამსახური საქართველოს მასშტაბით ვაკანსიებს აცხადებს - განაცხადის ვადები და პირობები
30-03-2021
-
+


საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს მანდატურების შესარჩევ კონკურსს. უწყება 48 ახალი კადრის მიღებას გეგმავს. მონაწილე პირთა განცხადებების მიღება 2021 წლის 30 მარტიდან იწყება და 8 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

კონკურსის პირობები და კანდიდატისთვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

მანდატურად შეიძლება დაინიშნოს: საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან; ნასამართლობის არმქონე; სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით; სახელმწიფო ენის მცოდნე; სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

შრომის ანაზღაურება: 750 ლარი (დარიცხული).

ვაკანსია გამოცხადდა შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:

თბილისი - 20 ვაკანსია

მცხეთის მუნიციპალიტეტი
სოფელი ძეგვი - 2 ვაკანსია
სოფელი ძალისი - 2 ვაკანსია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
სოფელი თხილნარი -2 ვაკანსია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
სოფელი მერია -1 ვაკანსია

სენაკის მუნიციპალიტეტი
სოფელი ნოსირი - 1 ვაკანსია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
სოფელი ინგირი -1 ვაკანსია

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ამბროლაური - 2 ვაკანსია

ონის მუნიციპალიტეტი
ონი - 1 ვაკანსია

კასპის მუნიციპალიტეტი
სოფელი აღაიანი - 1 ვაკანსია

მარნეულის მუნიციპალიტეტი
მარნეული - 2 ვაკანსია

ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ბოლნისი - 2 ვაკანსია
სოფელი ქვემო ბოლნისი - 1 ვაკანსია

წალკის მუნიციპალიტეტი
წალკა - 2 ვაკანსია

დმანისის მუნიციპალიტეტი
სოფელი ირგანჩაი -2 ვაკანსია

ყვარლის მუნიციპალიტეტი
სოფელი ჭიკაანი -1 ვაკანსია

გურჯაანის მუნიციპალიტეტი
გურჯაანი -1 ვაკანსია

თელავის მუნიციპალიტეტი
სოფელი წინანდალი -1 ვაკანსია
სოფელი ყარაჯალი - 2 ვაკანსია

ახმეტის მუნიციპალიტეტი
სოფელი ქისტაური - 1 ვაკანსია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
სოფელი აფენი - 1 ვაკანსია

ბორჯომის მუნიციპალიტეტი
დაბა ბაკურიანი -1 ვაკანსია

საბუთების წარდგენა:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr@mandaturi.gov.ge

კონკურსის (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება) შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ კურსებს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში;

მოსამზადებელი კურსების ხანგრძლივობაა 2 თვე;

მანდატურობის კანდიდატის მიერ მოსამზადებელი კურსების შეწყვეტის ან/და მოსამზადებელი კურსების დაუძლევლობის შემთხვევაში, ასევე  მოსამზადებელი კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების შემდგომ, თუ პირი უარს განაცხადებს მანდატურად დანიშვნაზე, ასევე დანიშვნიდან 1 სასწავლო წლის განმავლობაში პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვს სამსახურიდან განთავისუფლებას, ვალდებულია მანდატურის სამსახურს აუნაზღაუროს მოსამზადებელი კურსის ღირებულება სრული მოცულობით. კანდიდატი ანაზღაურების ვალდებულებისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ მანდატურობის კანდიდატმა ვერ დაძლია ფიზიკური მომზადების კომპონენტი.

დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, გასაუბრების ფორმისა და დროის, კონკურსის შედეგების თაობაზე მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება