მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახლახან ბათუმში ჩატარდა აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ტაბახმელას საჯარო სკოლის მოსწავლეები 8-წლიანთა კატეგორიაში და II კლასის მოსწავლემ - ქრისტინე ხოზრევანიძემ, ხულოს მუნიციპალიტეტიდან, II საპრიზო ადგილი დაიკავა.
ქრისტინეს სპორტის მასწავლებელი გივი გობაძე გახლავთ, რომელიც ამაყობს მოსწავლის მიღწევებით; რაც შეეხება 12-წლიანთა კატეგორიას, აქ მონაწილეობდნენ III კლასის ორი მოსწავლე - თორნიკე და ლუკა გობაძეები, ასევე IV-კლასელი ლანა გობაძე.
ბავშვებს სატურნირო შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება აქვთ და მიუხედავად იმისა, პირველი ადგილი ვერ მოიპოვეს, ეს შედეგები, უდავოდ, კარგი სტარტი იქნება ფინალისთვის. დრო არის, შედეგები კი მათ მონდომებასა და შრომისუნარიანობაზეა დამოკიდებული.
„ხულოს მუნიციპალიტეტის, ტაბახმელას საჯარო სკოლა ჭადრაკის დიდი გულშემატკივარია, ამ მიმართულებით კარგი ტრადიციებიც გააჩნია და სამომავლოდაც, ყველაფერს გავაკეთებთ ჭადრაკის პოპულარიზაციისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ