მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „გზამკვლევი“ ზრუნავს ახალგაზრდებზე და ახალგაზრდული სივრცის შექმნას გეგმავს. ისინი ამ საკითხზე ქარელის მერს ეწვივნენ და დახმარების პირობაც მიიღეს.
„გზამკვლევის“ მოსწავლეების ინიციატივით 2020 წლის ზაფხულში დაიწყო პროექტი „ახალგაზრდების ხმა“, რომელიც მიზნად ისახავს სამწევრისში ახალგაზრდული სივრცეების შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ შეკრებას, ახალგაზრდებისთვის აქტუალური პრობლემების და საკითხების გადასაჭრელად.
სამწევრისში მდებარეობს რიტუალების დარბაზი, რომელიც არ ფუნქციონირებს და გამოუყენებელია, კლუბის წევრებმა და სოფლის ახალგაზრდებმა სოფლის მოსახლეობაში მოაგროვეს ხელმოწერები აღნიშნული ფართის გადასაცემად და სოფლის თანხმობაც მოიპოვეს.
ხელმოწერების მოგროვების შემდეგ 2021 წლის თებერვალში ახალგაზრდები მერს ეწვივნენ დარბაზის დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე. ქარელის მერი ბატონი ზაზა გულიაშვილი ახალგაზრდებს დაპირდა, რომ აუცილებლად დაარეგისტრირებდა შენობას, ელექტროენერგიასაც შეიყვანდა და გადასცემდა ახალგაზრდებს, ახალგაზრდული სივრცის შესაქმნელად.
ახალგაზრდებმა მერთან ისაუბრეს თემის აქტუალურ პრობლემებზე და ამომწურავი პასუხები მიიღეს იმის შესახებ თუ რა ვადებში იგეგმება აღნიშნული პრობლემების მოგვარება.
კეხიჯვარის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „გზამკვლევი“ დიდ მადლობას უხდის ბატონ ზაზა გულიაშვილს გულთბილი მასპინძლობისათვის“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.