სიახლეები
პიროვნება

„იყო სკოლის დირექტორი, უდიდესი პასუხისმგებლობაა“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი ლეონინე სულაბერიძე
31-03-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს და როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას; რას ფიქრობს სახელმძღვანელობის გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობასა და ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთის საჯარო სკოლის დირექტორს, ლეონინე სულაბერიძეს ესაუბრა.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- ვფიქრობ, პიროვნების ჩამოყალიბებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სკოლაში გატარებულ წლებს. აქ იძენს და სწავლობს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, რა თქმა უნდა, უმაღლესი სასწავლებლები აუცილებლად უნდა დაეყრდნონ სკოლის მიერ მოსწავლის როგორც ქულებით, ისე პიროვნული თვისებების მიხედვით შეფასებას.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- მომავალი პროფესიის არჩევისას, ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს საკუთარი შესაძლებლობები და მისწრაფებები. პროფესიონალად მხოლოდ მაშინ ყალიბდება ადამიანი, თუ უყვარს ის საქმე, რასაც აკეთებს და მუდმივად ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე. ახალგაზრდას ყოველი დღე უნდა ჰქონდეს დაგეგმილი ისე, რომ მოსაწყენი და ერთფეროვანი არ იყოს ეს დღეები; არც ერთი წუთი არ იყოს უქმად და წარმატებით შეუთავსოს ერთმანეთს შრომის, სწავლისა და გართობის დრო.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესში აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართული შესაბამისი საგნის სპეციალისტები. მისი შედგენისას, საჭიროა, გავითვალისწინოთ წარმატებული გამოცდილება და მასთან შერწყმული უნდა იყოს სწავლების თანამედროვე სტანდარტები და მეთოდები. რაც მთავარია, სახელმძღვანელოს არჩევისას, მასწავლებელს მარტივად უნდა მიუწვდებოდეს ხელი სახელმძღვანელოზე და ჰქონდეს შესაბამისი დრო მის დასამუშავებლად, რათა არ დაუშვას შეცდომა სახელმძღვანელოს არჩევისას.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- ელექტრონული ჟურნალი მნიშვნელოვანია თანამედროვე სწავლების პროცესში. არც მისი წარმოებაა რთული. მშობლებისთვისაც მარტივად ხელმისაწვდომია შვილის აკადემიური მოსწრების თუ ყოფაქცევის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ ვფიქრობ, ჯერ სკოლები და საზოგადოება სრულად არა არის მზად ამისათვის, რადგან სკოლები არ არის აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკით და არ არის ყველა სკოლაში სათანადო გარემო, რომ მასწავლებლებმა წარმატებულად შეძლონ ელექტრონული ჟურნალის წარმოება.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- იყო სკოლის დირექტორი, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, მოსწავლეების, მათი მშობლებისა და მთელი სასკოლო საზოგადოების წინაშე. სკოლის დირექტორის ისედაც საკმაოდ მრავალფეროვან ფუნქციებს კიდევ ერთი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა -  პანდემიისგან სასკოლო საზოგადოების დაცვა. განსაკუთრებით რთულია, ამ პერიოდში სკოლის მართვა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს მუხლჩაუხრელი შრომისთვის და გავამხნევო ისინი - ეს პროფესია ხომ თავად ავირჩიეთ, საყვარელი საქმის კეთება კი არასოდეს დაგღლით, თუნდაც ძალიან რთული იყოს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთხელ მითხრა, გამორჩეულად ნიჭიერი გოგო ხარო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა და როდესაც მას ვხედავ, მახსენდება“

„მასწავლებლები მომწონს, კარგად გველაპარაკებიან, გაკვეთილებს გასაგებად გვიხსნიან“

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ

საინტერესო

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

გეოგრაფიის მასწავლებელმა ერთხელ მითხრა, გამორჩეულად ნიჭიერი გოგო ხარო. ამ სიტყვებმა ძალიან გამახარა და როდესაც მას ვხედავ, მახსენდება“

„მასწავლებლები მომწონს, კარგად გველაპარაკებიან, გაკვეთილებს გასაგებად გვიხსნიან“

მომავალი ახალი წელი იქნება არამარტო ინოვაციური, არამედ ადამიანების გაერთიანების ახალი გზა... 

სიახლეები
საზოგადოება