მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სიკო დოლიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ეკოლოგებს“ სპეციალური პრიზი და სერტიფიკატი გადაეცათ.
ეკოკლუბელები წარმატებთ იყვნენ ჩართული „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020-ის“ პროექტში.
„CENN აგრძელებს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020-ის სპეციალურ ნომინაციაში გამარჯვებულ სკოლებთან შეხვედრას.
26 მარტს შეხვედრა შედგა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ამაღლების, საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ეკოლოგების“ წევრებთან, რომლებსაც სპეციალური პრიზი და სერტიფიკატი გადაეცათ.
შეხვედრაზე მოწვეული იყო ამაღლების ეკოკლუბის პარტნიორი, შუა ამაღლებისა და სამების, სკოლების ეკოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლები და ლიდერი მოსწავლეები. შეხვედრაზე პროექტის რეგიონული კორდინატორის მიერ განხილული იქნა კეცხოველი 2021 წესები.
სამუშაო შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა სკოლის ეზოში, სადაც ტყის კვირეულის ფარგლებში დარგული იქნა ნერგები. გამწვანების აქციაში ეკოკლუბთან ერთად ჩაერთო ამაღლების საჯარო სკოლის დირექტორი და მოხალისე მოსწავლეები.
პროექტი ხორციელდება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC) ფინანსური მხარდაჭერით“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაფერი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შესახებ - ცნობარი, რეგისტრაციის ინსტრუქცია და სხვა დეტალები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა